GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

რითი განსხვავდება iPhone 12 – iPhone 12 Pro-სგან. ღიირს მეტის გადახდა?

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
16/10/2020
in სიახლეები
Reading Time: 3 min
0
რითი განსხვავდება iPhone 12 – iPhone 12 Pro-სგან. ღიირს მეტის გადახდა?
2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შემოდგომაზე Apple-ის მიერ წარმოდგენილ მოწყობილობებს შორის ყველაზე ხმაურიანი iPhone 12 და iPhone 12 Pro იყო. ეს ორი მოდელი ახლა უფრო მეტად გვანან ერთმანეთს, ვიდრე წინა წლის 11 და 11 Pro.

ეს ორი მოდელი 12 და 12 Pro Apple Store-ების დახლებზე 23 ოქტომბრიდან გამოჩნდება, ამიტომ გადავწყვიტეთ არჩევანის გაკეთება უფრო გაგიმარტივოთ და ეს ორი გაჯეტი ერთმანეთს შევადაროთ.

1. კორპუსი და ზომები

ორივე სმარტფონი ერთი ზომის არის — 6.1 ინჩი. წონაში არის მცირედი სხვაობა: iPhone 12 162 გრამი, ხოლო 12 Pro 187 გრამი.

iPhone 12

ეკრანი: ორივე მოდელს ეკრანზე აქვს ახალი კერამიკული ფარის საფარი, Apple-ის თქმით ეს 4-ჯერ უფრო კარგად დაიცავს ეკრანს დარტყმისგან.
კორპუსი: iPhone 12-ის კორპუსი არის კოსმოსური კლასის ალუმინის.

iPhone 12 Pro

ეკრანი: იგივეა რაც iPhone 12-ში — კერამიკული ფარი.
კორპუსი: იგი უფრო მაღალი ხარისხის არის Pro-ში: Surgical-grade stainless steel. ეს არის ქირურგიული კლასის უჟანგავი ფოლადი.

ფერები: iPhone 12 არის უბრალოდ ლურჯი, ხოლო 12 Pro იშვიათი ოკეანეს ლურჯი.

2. ეკრანი

iPhone 12

OLED Super Retina XDR ეკრანი, რომლის გარჩევადობაა 2532 × 1170 პიქსელი. მაქსიმალური სიკაშკაშე HDR რეჟიმში 1200 cd / m².

HDR, True Tone და ფართო ფერთა გამა მხარდაჭერილია.

iPhone 12 Pro

იგივე OLED Super Retina XDR ტექნოლოგია გარჩევადობა 2532 × 1170 პიქსელი.
მაქსიმალური სიკაშკაშე HDR რეჟიმში 1200 cd / m².

True Tone, HDR და Wide Color Gamut (P3) კვლავ არსებობს.

განსხვავება: iPhone 12 Pro სტანდარტული განათების რეჟიმში 25%-ით უფრო ნათელი უნდა იყოს. ამის რეალურ სხვაობას რამდენიმე დღეში დავინახავთ.

3. პროცესორი

iPhone 12 იკვებება ძლიერი ახალი A14 Bionic პროცესორით, მე-4 თაობის Neural Engine-ით. ოპერატიული მეხსიერება არის 4GB.

iPhone 12 Pro ასევე აღჭურვილია ძლიერი ახალი A14 Bionic პროცესორით, 12-ისგან განსხვავებით მას 6GB ოპერატიული მეხსიერება აქვს.

განსხვავება: მათი პროცესორების სხვაობა RAM-შია, 4GB 6GB-ს წინააღმდეგ. მათი განსხვავება მხოლოდ გრაფიკული სამუშაოსა და ვიდეო რედაქტირების დროს გამოჩნდება. თუმცა 2-3 წლის შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშოს iPhone 12 Pro-ს უპირატესობამ.

4. კამერები

ორივე iPhone-ის წინა კამერები იდენტურია. iPhone 12 Pro-ს აქვს დამატებით ტელეფოტო ობიექტივის მოდული — მესამე კამერა, ასევე ახალი LiDAR სკანერი, რომელიც აუმჯობესებს ფოტოების ხარისხს ზოგიერთ რეჟიმში. ასევე LiDAR სკანერს აქვს რამდენიმე უნიკალური თვისება შედარებით ვიწრო სეგმენტისათვის.

ყველა განსხვავება მოკლედ:

კორპუსი და ზომები: არ განსხვავდება. ოდნავ უფრო მჩატეა iPhone 12.
ეკრანი: ორივე მოდელი მზადდება ერთი და იგივე ტექნოლოგიით, მცირედი განსხვავება ის არის რომ 12 Pro-ს OLED ეკრანი 25%-ით უფრო კაშკაშაა.
პროცესორი: უპირატესობა iPhone 12 Pro-ს აქვს, თუმცა დეტალებზე ზევით უკვე მოგახსენეთ.
კამერები: Pro-ს აქვს დამატებით მესამე კამერა (ტელეფოტო) და LiDAR სკანერი. დანარჩენი 2 კამერა და ასევე წინა კამერა იდენტურია iPhone 12-ში.
ბატარეა: იდენტურია, ვიდეოს დაკვრის რეჟიმზე ორივეს დრო 17 საათია.

სხვა განსხვავებები არ არსებობს, ორივე მოდელს აქვს MagSafe დამტენი, ასევე ორივეს აქვს 5G მხარდაჭერა. არცერთ მოდელს აღარ მოყვება ადაპტერი და ყურსასმენი.

ფასები:

iPhone 12 64GB – 799 დოლარი
iPhone 12 Pro 128GB – 999 დოლარი

Tags: AppleiPhone
Previous Post

iPhone 12-ს ყურსასმენი მოყვება, ოღონდ მხოლოდ საფრანგეთში

Next Post

Apple TV-ის აპლიკაცია და PlayStation-ი დამეგობრდნენ

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

MacBook Pro-სთან დაკავშირებით ინფორმაციამ გამოჟონა
სიახლეები

MacBook Pro-სთან დაკავშირებით ინფორმაციამ გამოჟონა

22/04/2021
138
ჰაკერებმა Apple-ის მოწყობილობების შესახებ საიდუმლო ნახაზები მოიპარეს და გამოსასყიდს ითხოვენ
სიახლეები

ჰაკერებმა Apple-ის მოწყობილობების შესახებ საიდუმლო ნახაზები მოიპარეს და გამოსასყიდს ითხოვენ

22/04/2021
212
ყველაფერი ახალი iMac-ის შესახებ
სიახლეები

ყველაფერი ახალი iMac-ის შესახებ

21/04/2021
68
Apple-ის საგაზაფხულო საჩუქარი
სიახლეები

Apple-ის საგაზაფხულო საჩუქარი

21/04/2021
256
iPad Pro — M1
სიახლეები

iPad Pro — M1

20/04/2021
337
Apple-მა შესაძლოა ფასები გაზარდოს
სიახლეები

Apple-მა შესაძლოა ფასები გაზარდოს

19/04/2021
94
Next Post
Apple TV-ის აპლიკაცია და PlayStation-ი დამეგობრდნენ

Apple TV-ის აპლიკაცია და PlayStation-ი დამეგობრდნენ

Discussion about this post

  • iPad Pro — M1

    iPad Pro — M1

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-ის საგაზაფხულო საჩუქარი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჰაკერებმა Apple-ის მოწყობილობების შესახებ საიდუმლო ნახაზები მოიპარეს და გამოსასყიდს ითხოვენ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Sony, PlayStation-ის თამაშების iPhone-ზე გადატანას დაიწყებს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • MacBook Pro-სთან დაკავშირებით ინფორმაციამ გამოჟონა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.