GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

Android-ის 5 კრიტიკული ხარვეზი რითიც iOS-ს ჩამორჩება

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
08/02/2021
in სიახლეები
Reading Time: 2 min
0
Android-ის 5 კრიტიკული ხარვეზი რითიც iOS-ს ჩამორჩება
1.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მოგეხსენებათ რომ 2021 წელს რამდენიმე მწარმოებელმა უკვე წარმოადგინა ახალი ფლაგმანი. ისინი ტრაბახობენ ახალი თვისებებით, ღამის რეჟიმებით, ეკრანებით, თუმცა რატომღაც ყოველთვის ავიწყდებათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ, რაც მათ მოწყობილობებს აკლიათ.

Android-ზე მომუშავე ნებისმიერი სმარტფონის შეძენისას, უნდა გახსოვდეთ რომ ვერ მიიღებთ მინიმუმ ხუთ უნიკალურ ფუნქციას და მახასიათებელს, რომელიც iPhone-ში ძალიან დიდი ხანია გვაქვს.

1. არ არსებობს სახის უსაფრთხო განბლოკვა

პირველად Face ID 2017 წელს iPhone X-ში ვიხილეთ. სახის განბლოკვის ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა როგორც მონაცემთა დაცვის საიმედო საშუალება, რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელია ვიდრე Touch ID.

Huawei-მ, Xiaomi-მ და Google-მა დროულად დაიწყეს Face ID-ის ანალოგის შექმნა, თუმცა მუშაობას სწრაფადვე შეეშვნენ. სხვებმა კი იზარმაცეს და სახის განბლოკვა პირდაპირ წინა კამერაში ჩაამონტაჟეს. ბუნებრივია ეს არასაიმედოა, ამიტომ აპლიკაციები რომლებიც ინახავენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, მხარს არ უჭერენ ავტორიზაციის ამ მეთოდს.

Face ID-ის ნაცვლად Android სმარტფონებში Touch ID-ს ათავსებენ ეკრანის ქვეშ, დაბლოკვის ღილაკში, კორპუსზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, სადაც არ უნდა იყოს იგი, Face ID-ზე კომფორტული მაინც არ არის.

მე ვისურვებდი რომ ვნახო Android სმარტფონები ისეთივე Face ID-თ როგორიც iPhone-ს აქვს, თუმცა სამწუაროდ ეს ახლო მომავალშიც არ მოხდება.

2. სრული სარეზერვო ასლის გარეშე

თავიდან Apple-მა iPhone-ის მფლობელები გაწვრთნა სარეზერვო ასლების გასაკეთებლად, თუმცა რა თქმა უნდა ბევრი არ იყენებს მას, თუმცა შესაძლებლობა არსებობს. ასევე მგონია რომ ბევრმა ერთხელ მაინც გამოიყენა სარეზერვო ასლი.

მაგალითად მონაცემთა გადატანა ახალი iPhone-იდან ძველზე. ეს არის ძალიან მოსახერხებელი და სწრაფი ფუნქცია, რაც მთავარია თქვენ იღებთ ახალ iPhone-ს თქვენივე ჩვეული პარამეტრებით.

Android-ზე სარეზერვო ასლები არსებობს, მაგრამ მათ ბევრი ნიუანსი აქვთ: ყველა პარამეტრი არ კოპირდება, ასევე პრობლემებია მოწყობილობების ერთმანეთთან თავსებადობაში, არ არსებობს კომპიუტერში სარეზერვო ასლის შექმნის შესაძლებლობა.

ამ პრობლემა გამოიწვია Google Play-ში სხვადასხვა საეჭვო აპლიკაციების შექმნა, რომლებსაც თქვენი მონაცემები არ უნდა ანდოთ.

3. ეკოსისტემა

სიტყვა ეკოსისტემა iPhone-ის მომხმარებლებისათვის ყველაზე ნაცნობია, რადგან iPhone-ის გარდა მათ აქვთ Apple-ის სხვა მოწყობილობებიც, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულად მუშაოებენ. ეს შეიძლება იყოს Mac, iPad, Apple Watch, Apple TV, AirPods-ი და ა.შ.

სხვა კომპანიები სმარტფონის გარდა მომხმარებლებს საუკეთესო შემთხვევაში სმარტ საათებს სთავაზობენ, ან უსარგებლო Android ტაბლეტებს. მაგალითად Samsung-მა ახლახანს დანერგა Galaxy-ს Windows-თან ინტეგრირება, თუმცა ეს ტექნოლოგია ძალიან შორს არის Apple-ის ჰარმონიასთან.

შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს რომ ეკოსისტემის მნიშვნელობაზე ვაჭარბებ, თუმცა მერწმუნეთ ეს ასე არ არის. დღის განმავლობაში შემიძლია საერთოდ არ გამოვიყენო iPhone-ი, რადგან Mac-მა შემისრულის მრავალი დავალება. Mac-დან ზარებზე პასუხიც კი შემიძლია, ფოსტაზე, კალენდარზე, ბრაუზერში ჩანიშვნებზე, ნოუთებზე და რემაინდერზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

4. ვიდეო გადაღება

ყველა მწარმოებელი დიდ ყურადღებას აქცევს კამერას, რადგან წლიდან წლამდე რაღაც გაუმჯობესება ყოველთვის დარჩენილია.

ამავე დროს ბევრი კომპანია რომელიც Android სმარტფონს აწარმოებს, რატომღაც იშვიათად აქცევს ყურადღებას ვიდეო გადაღებას. ეს ყველაფერი პრეზენტაციაშივე ჩანს. ისინი როგორც წესი ვიდეო გადაღებაზე ცოტას საუბრობენ ბოლოში ან საერთოდ გამოტოვებულია.

კარგია თუ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ბევრ სმარტფონს ჯერ კიდევ აქვს ფოკუსირების, გადახურების და ცუდი სტაბილიზაციის პრობლემა.

iPhone-მა დიდი ხნის წინ ისწავლა კარგი ვიდეოს გადაღება, თუმცა მიუხედავად ამისა იგი ყოველ წელს აუმჯობესებს ამ კომპონენტს. მაგალითად iPhone 12-ს შეუძლია Dolby Vision ვიდეოების გადაღება, რაც დიდ განსხვავებას იძლევა.

5. არ არსებობს მოწყობილობების ხანგრძლივი მხარდაჭერა

ამის გარეშე Android-ისა და iOS-ის შედარება არ შეიძლება. როდესაც iPhone-ს ყიდულობთ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ განახლებას 5 წლის განმავლობაში მიიღებთ.

Android-ზე ყველაფერი რთულადაა, უარეს შემთხვევაში სმარტფონზე 1 განახლება მოვა, საუკეთესო შემთხვევაში — ორი ან სამი. შეუძლებელია იმის გარკვევა თუ რამდენ განახლებას იღებს Android სმარტფონი, რადგან კომპანიები განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ.

Google-ი დიდი ხანია ცდილობს შეცვალოს Android განახლებები, რათა მწარმოებლება უფრო სწრაფად გამოაქყვენონ ისინი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ Google შევაქოთ, ამ მომენტში მწვანე რობოტის ყველაზე პოპულარული ვერსია Android 10-ა, რომელიც 2019 წელს გამოვიდა.

რა თქმა უნდა Android-ი iOS-თან მიმართებაში ძალიან შორს არის, თუმცა იმის ფონზე თუ რაც იყო 3 წლის წინ, აშკარად დიდი პროგრესია.

Tags: AppleiOSiPhone
Previous Post

Hyundai და Kia აცხადებენ რომ ისინი Apple Car-ის განვითარებაში არ მონაწილეობენ

Next Post

Apple-ი კაბელების ხარისხს აუმჯობესებს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა
სიახლეები

Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა

04/03/2021
136
Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა
სიახლეები

Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

03/03/2021
280
2023 წელს Apple-მა შესაძლოა „დასაკეცი“ iPhone-ი წარმოგვიდგინოს
სიახლეები

2023 წელს Apple-მა შესაძლოა „დასაკეცი“ iPhone-ი წარმოგვიდგინოს

02/03/2021
50
NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იგივე ჩიპსეტს იყენებს, რომელიც 1998 წლის iMac G3-შია
სიახლეები

NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იგივე ჩიპსეტს იყენებს, რომელიც 1998 წლის iMac G3-შია

02/03/2021
36
Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება
სიახლეები

Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

01/03/2021
757
Apple-ის სერიალის მორიგი ოქროს გლობუსი
სიახლეები

Apple-ის სერიალის მორიგი ოქროს გლობუსი

01/03/2021
30
Next Post
Apple-ი კაბელების ხარისხს აუმჯობესებს

Apple-ი კაბელების ხარისხს აუმჯობესებს

Discussion about this post

  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.