Apple-ი აქტიურად ქირაობს თანამშრომლებს რათა 5-7 წელიწადში თვითმართვადი მანქანა წარმოგვიდგინოს.
კომპანიას ახლა უკვე ჰყავს გუნდი, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე სისტემაზე, ინტერიერის დიზაინზე და მანქანის კორპუსზე.
2020 წლის ბოლოს Apple-მა დაიქირავა Tesla-ს ყოფილი VP — სტიუარტ ბაუერსი. გარდა ამისა Apple-ს ახლახანს შეუერთდა ჯონათან სივი, Tesla-ს, BMW-ს და Waymo-ს ინჟინერი. მან დაიკავა უფროსი მენეჯერის თანამდებობა Apple Car-ის პროექტში.
პროექტზე მომუშავე ინჟინერები თვლიან რომ მანქანა შესაძლოა 5-7 წელიწადში გამოვიდეს. ამ დროისთვის მანქანის წარმოების ეტაპი ძალიან შორს არის და თარიღი შესაძლოა შეიცვალოს. [Bloomberg]