ახალ Macbook Pro-ზე უკვე საკმარისად დაიწერა, თუმცა ყოველთვის დამსახურებულად არა. იმდენად ბევრი, რომ ხანდახან გინდა დახურო ინტერნეტ-ბრაუზერი და რაღაც დროით იქ არ დაბრუნდე. აი, ერთი კონკრეტული სიტუაცია: რატომ არ არის ახალ მოდელში 32 გბაიტი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა?
მეხსიერების შესახებ ახალ MacBook Pro-ში
როდესაც შილერს კითხეს, თუ რატომ არ არის 32 გბაიტიანი ოპერატიული მესწიერების შეკვეთის შესაძლებლობა, მან შემდეგი განაცხადა:
It is a good question. To put more than 16GB of fast RAM into a notebook design at this time would require a memory system that consumes much more power and wouldn’t be efficient enough for a notebook. I hope you check out this new generation MacBook Pro, it really is an incredible system.
ეს კიდევ დამატებითი კომენტარი Reddit-იდან:
So, a lot of people have been disappointed at the lack of a 32gb option.
Apple’s statement is true, but lacks detail.The true reason behind the lack of 32gb or ddr4 is intel. Skylake does not support LPDDR4 (LP for low power) ram. Kabylake is set to include support, but only for the U category of chips. So no LPDDR4 support for mobile until 2018 I think.
One example is the del XPS 13.
On the dell XPS 13 version, you cannot go for 32gb of ram. Meanwhile, the 15 inches does give you that option, but you have to sacrifice battery life for it.
Another example is the surface book, they can’t include 32gb. Only goes up to 16gb.
These computers use LPDDR3 which is supported. Many mite make the argument that apple could have used the LPDDR3 version, but how would they look if they did that for the 15 inch MBP only?
With intel continuing to drop the ball on these basic things in mobile, I have to call for apple to switch to ARM chips, since intel is incompetent at delivering proper mobile chipsets. I gess they are too focused on VR and AR to care. What a disappointment.
ამის შესახებ მე ორი დასკვნა მაქვს:
1. შემდეგ ჯერზე, როდესაც „ექსპერტების“ აზრს წაიკითხავთ ინტერნეტში, რომლებიც ეფლის კრიტიკით პურს ჭამენ (ან ასე ჰგონიათ), DDR3 მეხსიერების ტიპის გამოყენების შესახებ, გაიხსენეთ, რომ ახალი მოდელის შემუშავებისას ზოგიერთი ასპექტი არ არის დამოკიდებული ეფლზე;
2. Intel-მა თავისი ქმედებით (ან უმოქმედობით) კიდევ უფრო უბიძგებს Apple-ს გადავიდეს x86 არქიტექტურიდან ARM-ზე.
კარგი, „მოძველებული“ მეხსიერებისა და პროცესორის ამბავი გავარკვიეთ. საკომუნიკაციო პორტების ამბავი ფრიად არაერთგვაროვანია რასაკვირველია: ერთი მხრივ, ძველ პორტებზე უარის თქმა და მომავლისაკენ ნაბიჯის გადადგმა ფრიად საჭირო რამეა. მეორე მხრივ, ადამიანს, რომელმაც შეიძინა iPhone 7, უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე მიუერთოდ უახლესი მოდელის სმარტფონი ასევე უახლესი მოდელის ნოუთბუკს. ჩემი პრეტენზია ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმაშია, რომ Apple-ს აშკარად აკლია სინქორნულობა სხვადასხვა დეპარტამენტებში, რათა ერთიანად შეუტიონ გასართების მოძველებულ ბაზარს. აქედან მომდინარეობს ინტერნტში გავრცელებული უმარავი ხუმრობა გადამყვანების ანომალიური ზრდის შესახებ.
MagSafe რასაკვირველია ფრიად დამენანა, თუმცა მას შემდეგ რაც წლინახევრის წინ მასზე უარი თქვეს 12 დუიმიან Macbook-ში, გასაგები იყო, საით მიდიოდა კომპანია. სასტარტო ხმის ამბავიც სასაცილოა: ჯერ გესმის მომამხერებლთა საკმაოდ მსხვილი ჯგუფის ზუზუნი იმის შესახებ, თუ როგორ მობეზრდათ კომპიუტერის ჩართვისას ეს ხმა. ხოლო როგორც კი კომპანიამ გათიშა ეს ხმა (მაგრამ მარტივი ბრძანებით სულ ადვილად შეგიძლიათ მისი უკან დაბრუნება), ხალხი ისტერიკებს მართავს, როგორ გაბედა ეფლმა და კანონიკური ხმა როგორ გათიშაო. ჩამოყალიბდით, მეგობრებო. ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ iOS-მოწყობილობები მუდმივად ჩართულ რეჟიმშია, მოსალოდნელი იყო, რომ ეფლი იგივე რეჟიმს მაკებშიც შემოიტანდა. და კომპიუტერის ხუფის ახდისას ის რომ ავტომატურად იტვირთება, შესანიშანვი სიახლეა ჩემი აზრით.
ტანჯულთა კიდევ ერთი ჯგუფია ისინი, ვინსაც უკიდურესად დააღონა, რომ ვაშლის ლოგო აღარ ანათებს.
ჰეჰე, ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო? არადა ისევ იმ 1.5 წლის წინ, იმავე 12 დუიმიან მოდელში ზუსტად ასე მოხდა. და რატომ გგონიათ, რომ განახლებულ 13- და 15-დუიმიან მოდელებში ასე არ მოხდებოდა? „ვაიმე დედიკო, არააა!“ შესძახეს კუსკუსა ჰიპსტერებმა, რომლებსაც ასე ძალიან უყვართ ფეშენ-კაფეში დაჯდომა და იმაში დადასტურება, რომ ყველა მის მანათობელ ვაშლუკას უყურებს. და მხოლოდ ისინი, ვისაც შემტხვევითობის გამო უწევს კაშკაშა მზის საპირსიპიროდ ჯდომა და ამის გამო ეკრანზე ვაშლის ლოგის ხედავს, ნამდვილად დააფასეს ეს სიახლე. ფუნქციურად ამ ვაშისგან რასაკვირველია არანაირი დატვირთვა არ იყო არც ადრე. უბრალოდ მას ყველა ხედავდა. თქვენ შესაძლოა არ გახსოვთ, მაგრამ ძალიან დიდი ისტერია მოყვა თავის დროზე შვიდფეროვანი ლოგის შეცვლას თეთრ ლოგოზე. კიდევ ძილის რეჟიმის დროს კვების შუქდიოდი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც ნელ ტემპში ციმციმებდა, თითქოს „კომპიუტერის გულისცემას“ გადმოსცემსო, ასევე აკუმლატორის დატენვის მაჩვენებელი ინდიკატორი. ყველა ეს ეფლმა სხვადასხვა დროს მოკლა თავის პროდუქტებში. სხვათაშორის, მანათობელი ვაშლის გაქრობა ძალიან ჯობსისებური ნაბიჯია, რომელიც ყოველგვარი დანანების გარეშე იშორებდა თავიდან წარსული რელიქვიებს. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „ეფლი ფორმაშია“.
ამ ყველაფრის ფონზე საჭიროდ ჩავთვალე, გაგვეხესენებინა ვაშლის ლოგის განვითარების ეტაპები კომპანიის პორტატულ მოწყობილობებში. მაგალითად, პირველ Macintosh Portable-ში ვაშლი ასე გამოიყურებოდა. ყურადრება მიაქციეთ, რომ ხუფის ახდის შემდეგ ის თავდაყირა ჩანდა:
მრავალი წლის განმავლობაში PowerBook პრაქტიკულად არ იცვლებოდა — პატარა ზომის ფერადი ლოგო ხუფის გევრდითა მხარეს:
შემდეგ, PowerBook 150-ში ლოგი ცენტრში გადავიდა, ეკრანის ქვეშ და იქ დარჩა PowerBook G4-ის გამოსვლამდე:
აი გარედან კი ლოგო ხუფის ცენტრში მოექცა. მაგრამ კვალვ თავდაყირა მდგომარეობაში:
შუალედური ვარიანტი PowerBook 2400c, რომელზეც ლოგი ჯერ კიდევ მცირე ზომისაა, მაგრამ ხუფზე ცენტრშია:
1998 წელს დაიწყო მანათობელი ვაშლის ეპოქა PowerBook G3-ის გამოსვლის შემდეგ. დიდი ლოგო, ხუფის ცენტრში და კვლავაც თავდაყირა:
ვისაც „სექსი დიდ ქალაქში“ გაქვთ ნანახი, მთავარი გმირის პორტატული კომპიუტერი უთუოდ დაგამახსოვრდებოდათ:
ამ დროს გაჩნდა ასევე iBook G3, რომლის ლოგო — ო, საოცრება! — არ ანათებდა. მაგრამ ისევ თავდაყირა იყო. და ეს ჯობსის ეპოქაში! ღმერთებო, სად არის სამართალი?
და ბოლოს, 2001 წელი, სტივი წარმოგვიდგენს PowerBook G4-ს, სადაც როგორც იქნა მანათობელი ლოგოა და ის თავდაყირა არ არის!
ამის შემდეგ დგება ალუმინის ხანა. ალუმინის PowerBook G4, ბოლო PowerBook PowerPC პროცესორზე. მე ის დამამხასოვრდა იმით, რომ ძალიან ცუდათ მუშაობდა, ბევრი პრობლემა ჰქონდა, ეკრანზე ლაქების ჩათვლით.
2006 წელს ჯობსმა თავიდან მოიცილა PowerPC პროცესორი და გამოაცხდა Intel-ის ხანა. ბრენდი PowerBook მოკვდა და მის ნაცვლად მივიღეთ Macbook Pro. პირველი მოდელები ზუსტად ისევე გამოიყირება, როგორც ისტორიის სანაგვეზე მოსროლილი PowerBook (სამომხმარებლო iBook იქცა უბრალოდ Macbook-ად). შემდეგი ისტორია ვფიქრობ უჩემოდაც იცით. Macbook Pro-ების რამდენიმე თაობა, ალუმინის კორპუსის გადასხვაფერება და მუდმივად მანათობელი ლოგო.
და დგება 2015 წელი. ბაზარზე გამოდის 12 დუიმიანი MacBook, შემდეგ 2016 წელს ახალი MacBook Pro. მანათობელი ლოგოს გარეშე.
ოხერი რამეა პროგრსი.