Apple-მა განაცხადა რომ ჩინეთში არსებული ყველა Apple Store 9 თებერვლამდე იქნება დახურული. მიზეზი კორონა ვირუსია.
Apple-ის საიტიდან პროდუქციის ყიდვა ჩვეულებრივად შესაძლებელი იქნება. კომპანიის განცხადებით სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და შეეცდება მაქსიმალურად მალე აღადგინოს ყველა მაღაზიის მუშაობა.
Apple-ის პროდუქციის წარმოება კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შესაძლოა ქარხნები კარანტინირდეს რადგან მათი მთავარი პროდუქცია ჩინეთში იწარმოება. [РИА]