14 თებერვალს ახალი iPhone-ის სპეციფიკაციების შესახებ ახალი ცნობები მივიღეთ, ერთ-ერთი ახალი ამბავი iPhone-ის ეკრანის განახლების სიჩქარის ზრდას ეხება. Apple-ი ამ ტექნოლოგიას ProMotion ტექნოლოგიას უწოდებს და მას iPad-ში 2017 წლიდან იყენებს. კონკურენტები ამ ტექნოლოგიას უწოდებენ ეკრანს, რომლის განახლების სიჩქარეც 120 ჰერცია და მიაჩნიათ რომ ამ შესაძლებლობის წყალობით მათი სმარტფონები ძალიან აღემატება iPhone-ს. ახლა კი Apple-ის ახალი პატენტის თანახმად, iPhone-ის ახალ ეკრანს განახლების ცვლადი სიჩქარე ექნება და იგი ავტომატურად 120, 180, ან 240 ჰერცამდე გაიზრდება. [MacRumors]