სიხარულით ძგერს გული, როდესაც იხსენებ ეფლის მიერ გამოშვებულ პროდუქტებს. რამდენმა მათგანმა აგვიჩქროლა გული: პირველი მაკ-კომპიუტერი, მაუსით, iMac, iPod, iPhone, iPad… მაგრამ ახლა უკვე 2017 წელია, დრო იცვლება და უცებ აღმოჩნდა, რომ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აღარ ელიან ჩვენი საყვარელი კომპანიისგან. არამედ დედამიწის სულ სხვა ნაწილას გადაინაცვლა მოლოდინებმა.
Amazon-მა წარმოადგინა Echo, ჭკვიანი სპიკერი, რომელიც ხმოვან ბრძანებებს პასუხობს. Microsoft-მა წარმაოდგინა Surface, რომელსაც ბევრი მაკთან აპირისპირებს. ბაზარზე გამოვიდა Samsung Galaxy S8, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა — ძირითადად დადებითი, ეფლის ფანების გულის გსახეთქად — აკუმლატორის, ეკრანისა და ლამაზი დიზაინის (რასაც არავინ ელოდა) წყალობით. მასში ყველაფერია, რაც საჭიროა. ასევე მასში არის Bixby — ნამდვილი ვირტუალური ასისტენტი, რომელიც Siri-ს სჯობნის. მოსახერხებელი და მართლაც სასარგებლო.
თუ დავუბრუნდებით ეფლს, არც თუ დიდი ხლისით გიწევს იმის აღიარება, რომ ანალიტიკოსები და კომპანიის თავგადამკვდარი ფანებიც კი ჩაფიქრდნენ: ხომ არ დაკარგა Apple-მა ვიზიონერის ყნოსვა? ყველა ის ინოვაცია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კომპანიამ წარმოგვიდგინა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სტივ ჯობსი ცოცხალი იყო. კომპანიის ყოფილი თანამშრომლებიც კი აღიარებენ, რომ სტივის გარდაცვალებიდან, 2011 წლიდან მოხდა გარკვეული კულტუროლოგიური ძვრა.
ერთ-ერთი ასეთი თანამშრომელი არის ბობ ბეროუ, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი და მმართველი, რომელიც iPhone-ის გუნდში მუშაობდა. მისი განცხადებით, ჯობსის დროს ყველაფერი სხვნაირად იყო. თანამშრომლები ამაყობდნენ სამსახურით და კომპანიით და ყოველი მათგანი გრძნობდა პირად პასუხისმგებლობას შექმნილ პროდუქტზე.
„ჩვენ ყველას რეალურად გვაერთიანებდა ერთი მიზანი. ჩვენ ყველანი ვმუშაობდით ერთი და იგივე პროდუქტზე და თუ ვინმე ამჩნევდა, რომ აი, ამ ადგილზე მეტი ყურადღებაა საჭირო, იმწამსვე ყველა ცდილობდა ამ საკითხის გადაწყვეტას. თუნდაც ეს ყოფილიყო ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი. ასეთი მცნება მაშინ ჩვენთვის არ არსებობდა“, — განაცხადა ბეროუმ.
მაგალითისთვის მან მოგვითხრო ერთი ისტორია, რომელიც პირადად მას გადახდა, როდესაც ის iPod nano-ზე მუშაობდა. კომპანია უკვე თითქმის მზად იყო დაეწყო პროდუქტის გაყიდვების დაწყებისათვის, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ პირველი პარტიის 2000 ცალი აიპოდი „პრობლემური“ აღმოჩნდა. ისინი ჩართული იდო კოლოფში და აკუმლატორის მუხტი იკარგებოდა.
„დაუყოვნებლივ დავუკავშირდი განაწილების ცენტრს: „თქვენ უნდა ამოიღოთ პლეერები კოლოფებიდან და გამორთოთ. მომხმარებელმა მოწყობილობა სრულიად დამუხტული უნდა მიიღოს“, — ღიმილით იხსენებს ბეროუ.“
მაგრამ ტიმ კუკის კომპანიის მეთურის პოსტზე მოსვლასთან ერთად ეფლი შეიცვალა. ბეროუ აღნიშნავს, რომ კუკის გაუფროსების შემდეგ თანამშრომლების ეკფოსტაზე მოვიდა წერილი, სადაც მკაფიოდ იკრძალებოდა კოლეგების საქმეებში ჩარევა.
„როდესაც ვამჩნევდი, რომ რამე ისე არ მიდიოდა, ინსტრუქციის თანახმად ენაზე კბილი უნდა დამეჭირა და საკუთარი საქმისათვის უნდა მიმეხედა — რაც მეხებოდა ხელშკრულების თანახმად და არ მენერვიულა პრობლემებზე, რომლებიც არ მეხება, ვინაიდან ისინი სხვა თანამშრომლის თავის სატკივარია“.
ბეროუმ კომპანია 2014 წელს დატოვა და თვლის, რომ ცვლილებებმა კომპანიის კულტურაში იმოქმედა იმაზეც, თუ როგორი პროდუქტები გამოუშვა ბაზარზე. და არანაკლები როლი ამაში ითამაშა იმან, რომ თანამშრომლებს აღარ აქვთ პასუხისმგებლობის განცდა კომპანიაზე და მხოლოდ საკუთარ პრობლემებს აქცევენ ყურადღებას.
ბრაისონ გარდნერს ანალოგიური შეგრძნებები და მოგონებები გააჩნია. მან ეფლში თითქმის 10 წელი იმუშავა და ერთ-ერთი ტიმ ლიდერი იყო, რომელიც iPod და iPhone-ზე მუშაობდა. გარდნერი სითბოთი იხსენებს, რომ ჯობსს მოსწონდა კამათი კომპანიის პროდუქტების გაუმჯობესების გზებზე. მისი სტრატეგია ყოველთვის იყო შემდეგი: მოუსმინე ოპონენტს და მხოლოდ ამის მერე მიიღე გადაწყვეტილება.
„მისი ხედვა არა მარტო ძალიან მკაფიო იყო, არამედ ეფექტურიც. სინამდვილეში თუ გავიხსენებთ, ეს ჩემს სამუშაოს აადვილებდა კიდეც“, — იხსენებს გარდნერი.
კუკი კი მიეკუთვნება აღმასრულებელი დირექტორების „ტრადიციულ“ ტიპს და არ უყვარს, როდესაც მას ეკამათებიან. ის უბრალოდ კრეფს ტოპ-მენეჯერებს და უფრო მიიწევს კონსენუსამდე, ვიდრე დისკუსიამდე.
კუკის მართველობისას ეფლმა გამოუშვა პროდუქტების ახალი კატეგორია. კომპანიამ წარმოადგინა Apple Watch. ჭკვიანი საათების მაგრამ ბაზარზე სათამაშოდ ეფლმა საკმაოდ გვიან მოიცალა. იქნებ ამიტომაცაა, რომ დღემდე არ ვიცით რამდენია მისი საათების გაყიდვების მოცულობა. კომპანიამ ასევე დანერგა ციფრული გადახდების სისტემა Apple Pay. მაგრამ ძალიან ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ინოვაციების ეს დონე საკმარისი არ არის და ის ჩამორჩება ჯობსის დროინდელს.
იგივე გარდნერი აზრით, გარკვეულწილად ეფლი საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა. ჯობსიც კი, როგორც ჩანს, განიცდიდა იდეურ შიმშილს ინოვაციების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს აიფონი წარუდგინა და რომლის გაყიდვებიც დღეისათვის კომპანიის შემოსავლის 70 პროცენტს წარმოადგენს!
„თუ გადავხედავთ ეფლის ისტორიას, შევაჩნევთ, რომ პროდუქტების თითოეული ხაზის ერთნაირად მაღალი მნიშვნელობა შესაძლებლობების მეტ გასაქანს იძლეოდა“ — ამბობს გარდნერი.
„ახლა კი კომპანიის ძირითადი ამოცანაა, თუ რა მიმართულებით განავითაროს აიფონი, რომ მეტ-ნაკლებად ჰარმონიულად შეძლოს ურთიერთქმედება სხვა ტექნოლოგიებთან, რომლებსაც კომპანია შესაძლოა შექმნის“.
კომპანია Forrester Research-ის ანალიტიკოსი ჯეიმს მაკკივი თვლის, რომ ეფლი ახლა იმავე გზაზე იმყოფება, რომელზეც იყო სონი, რომელიც ერთ დროს ყველზე მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ კომპანიად ითვლებოდა. და დომინირებდა კიდეც ერთ დროს ბაზარზე.
„ჯერ კიდევ 2000-იანებში ყოველ ნაბიჯზე გაიგონებდით, თუ რა მაგარია Walkman და რამდენად ინოვაციურია ისინი. ახლა? გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც სონიზე იტყვის რომ ის ინოვაციურია“, — ამბობს მაკკივი.
აქ, სიმართლე უნდა ითქვას, გვინდა ანალიტიკოსის მცირედი შესწორება და იმის თქმა, რომ ეს რასაკვირველია ეხება საყოფაცხოვრებო სეგმენტის საქონელს და სრულიად არ ეხება მაგალითად თამაშებს, სადაც უდავო ლიდერი PlayStation 4-ია. მაგრამ დედა აზრი გასაგებია.
„რასაკვირველია, სონიმ თავისი ინოვატორის რეპუტაცია ერთწამში არ გაანიავა. ეს ხანგძლივი პროცესი იყო, — აგრძელებს ანალიტიკოსი. — ამიტომ, ძნელია იმის თქმა, რომ ეფლი ხვალ დაკარგავს ყველაფერს, რასაც ამდენი წელი აგროვებდა“.
სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე კომპანიის გადამკვდარი გულშემატკივარია, მათ შორის ბეროუც და გარდნერიც.
„ისევე, როგორც მრავალი მომხმარებელი, მეც მსურს, რომ მათ აწარმოონ ბევრი და მრავალფეროვანი პროდუქტი“, — ამბობს გარდნერი.
„კარგი იქნებოდა, რომ ადამიანები შეიკრიბონ რიგებში არა მხოლოდ აიფონის საყიდლად“.
ახლა ერთი რამ არის ცხადი: iPhone კვლავაც მასობრივი პროდუქტია. ის უყვართ. უყვართ იმდენად, რომ ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ეფლი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდეს. მაგრამ ისეთი , თითქოსდა წვრილმანები, რაც ამ სტატიაშია აღწერილი ქმნის ნამდვილ კომპანიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა ერთბაშად, მაგრამ არის შანსი, რომ ის აუტსაიდერი გახდეს. ისეთი კოლოსები, როგორიც ნოკია და მოტოროლაა, თავის დროზე ასევე არ ფიქრობდნენ, რომ მათ ის ბედი ეწეოდათ, რაც ახლა სჭირთ.