1976 წლის 1 აპრილს, სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ ვეინმა ჩვენი საყვარელი კომპანია დააფუძნეს, რომელსაც Apple Computer-ი ერქვა. ხოლო მოგვიანებით Apple-ი ეწოდა.
კომპანიამ Apple I-თ კომპიუტერულ ბაზარზე რევოლუცია მოახდინა. ეს იყო პირველი კომპიუტერი რომელიც გაიყიდა აწყობილი.
შემდეგი რევოლუცია კი უკვე Macintosh-ს ეკუთვნის, მისი გრაფიკული ინტერფეისის წყალობით, ნებისმიერს შეეძლო დაუფლებოდა კომპიუტერს.
მომდევნო წლების განმავლობაში საუკეთესო კომპანიამ ბევრი ინოვაციური რამ წარმოგვიდგინა: iMac-ი, MacBook-ი, iPhone-ი, iPad-ი, Apple Watch-ი iTunes-ი და App Store-ი.
უეინმა Apple-ი 1976 წელს დატოვა, ვოზნიაკმა 1987 წელს, ხოლო სტივ ჯობსი კომპანიას 2011 წლამდე უძღვებოდა.
ახლანდელმა გენიალურმა მენეჯერმა ტრადიციულად სტივ ჯობსის სიტყვები გაიხსენა და ისე მიულოცა საკუთარ კომპანიას დაბადების დღე:
რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, უკვე 13 წელია რაც ამ საქმეს ვაკეთებთ, GeMUG-ი 2008 წლის 1 აპრილს დაიბადა და უკვე 13 წელია ჩვენს დაბადების დღეს Apple-თან ერთად აღვნიშნავთ.