26 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Mac Pro-ზე გადასახადებს არ შეამცირებს. ახლა კი ელოდება რომ Apple-ი ამერიკაში ქარხანას გახსნის რათა Mac Pro-ები აწარმოოს.
პრეზიდენტმა Apple-თან დაკავშირებით კომენტარი თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა:
მე მინდა რომ Apple-მა თავისი ქარხნები ამერიკის შეერთებულ შტატებში ააშენოს. მე არ მინდა რომ ისინი ჩინეთში იყოს. აქედან გამომდინარე, როდესაც გავიგე რომ Apple-ი ჩინეთში ქარხნის აშენებას აპირებდა, მე ვთქვი: ყველაფერი კარგადაა, თქვენ შეგიძლიათ ქარხანა ჩინეთში ააშენოთ, მაგრამ, როცა თქვენი პროდუქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიგზავნება, დაგეკისრებათ გადასახადი.
ჩვენ ამას ტიმ კუკთან ერთად გადავწყვეტთ, რომელიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ვფიქრობ რომ ისინი ტეხასში ქარხნის მშენებლობას დაიწყებენ. და თუ ეს ასე მოხდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
დონალდ ტრამპი — აშშ-ს პრეზიდენტი
გაურკვეველია თუ რა მიზანი აქვს ტრამპის ამ განცხადებას. 2013 წელს Apple-მა Mac Pro-ს წარმოება ტეხასში დაიწყო, რასაც დიდი პრობლემები მოყვა, რომელიც დაკავშირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების ინფრასტრუქტურულ ნაკლებობასთან. ნაკლებად სავარაუდოა რომ Apple-ი ტეხასში დაბრუნდება, მაგრამ ტრამპს როგორც ჩანს ამის სჯერა.