GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ეფლის სრულიად ახალი პროდუქტი — iPad Pro

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
20/10/2015
in მიმოხილვა
Reading Time: 2 mins read
A A
0
1.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ეფლის ყოველი პრეზენტაცია დღესასწაულია ამ კომპანიის მოყვარულთათვის. ამ დღეს ცოცხდება ტვიტერის ლენტები, ფეისბუკი და სსხვა სოციალური ქსელები. ხოლო პროფილურ საიტებს ისეთი ცხელ-ცხელი ორთქლი ასდით, სტატიების სიმრავლისაგან, რომ სერვერებს დამატებითი გაგრილება სჭირდებათ ხოლმე. ამჯერადაც ასე იყო, როდესაც სცენაზე კომპანიის გენერალური დირექტორი, ტიმ კუკი გამოვიდა და თავდაპირველად კუპერტინოს ფინანსურ წამრატებებზე საუბრით დაიწყო პრეზენტაცია. და რაც ყველაზე მთავარია, კუკმა წარმოგვიდგინა კომპანიის სრულიად ახალი პროდუქტი, ყველაზე დიდი ზომის აიპედი, iPad Pro. მოდი, დეტტალურად განვიხილოთ, თუ რას გვთავაზობს „ერთი ხილის კომპანია“ ამჯერად.

ჭორები iPad Pro-ს შესახებ დიდი ხანია, რაც მუსირებს პრესაში. და აი, ბოლო-ბოლო ის რეალობად იქცა. ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიუცოდეთ — ეკრანის ზომა გახლავთ. iPad Pro-ს ეკრანის დიაგონალი 12.9 დუიმია. გარჩევადობა — 2732 პიქსელი 2048 პიქსელზე. ამ ეკრანზე 5.6 მილიონი წერტილია დატანებული და ეს უფრო მეტია, ვიდრე 15 დუიმიან Macbook Pro-ში Retina-ეკრანით. ეფლმა iPad Pro-ს ეკრანს ყველაზე თანამედროვე უწოდა მათ შორის, რაც კი მას ოდესმე შეუქმნია.

რახან ეს უბრალოდ აიპედი კი არა, არამედ iPad Pro გახლავთ, მან ნამდვილად უნდა გაგვაოცოს თავისი წარმადობით. და სწორედ ამისათვის ახალ პლანშეტში არის განთავსებული ახალი პროცესორი, A9X, 64-ბიტიანი ჩიპების მესამე თაობის წარმომადგენელი. ფილ შილერმა განაცხადა, რომ ეს პლანშეტი უზრუნველყოფს დესკტოპური კომპიუტერის მსგავს წარმადობას, ხოლო მისი გრაფიკული ქვე-სისტემა — სათამაშო კონსოლის წარმადობას თამაშებში. ამასთან ერთად, ეს პლაშეტი კვლავაც 10 საათი იმუშავებს, როგორც მისი უმცროსი ძმები.

არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ჭორების უმრავლესობა iPad Pro-ს შესახებ გამართლდა. ამ პლაშეტში ოთხი სტერეო დინამიკია განთავსებული, მხარდაჭერილია ახალი აქსესუარი — Smart Keyboard, რომელიც ძალიან წააგავს Microsoft-ის პლანშეტის ანალოგიურ აქსესუარს, და რაც ყველაზე მთავარია — ამ პლნაშეტისათვის შეიქმნა ახალი აქსესუარი, სტილუსი, რმელსაც Apple Pencil ქვია. ის ცალკე იყიდება და პროფესიონალი გრაფიკოსებისათვის არის შექმნილი.

Apple Pencil ეფლისა და კომპანია GROAN-ის ერთობლივი პროდუქტია. ის აღჭურვილია Lightning-გასართით და დროდადრო დამუხტვა სჭირდება. მასში უცვლელი აკუმატორია ჩაყენებული. ამ სტილუსისათვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას ახდენს არა მარტო ეფლი, არამედ, მაგალითად მაიკროსოფტი და ედობიც კი. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: iPad Pro-მ უნდა ჩაანაცვლოს სამუშაო კომპიუტერი და iOS-ის ახალ ვერსიასთან ერთად მას ეს ნამდვილად შეუძლია.

ერთბაშად ბევრი რამ და ერთდროულად — ძალიან უცნური შეგძრძნებაა. ეფლმა გადაწყვიტა გავეოცებინეთ. ძალიან ძნელია ერთბაშად ყველაფერი დაიმახსოვრო. მე შევეცდები კიდევ ცოტაოდენი დეტალების შესახებ მოგიყვეთ. iPad Pro-ს სისქე მხოლოდ 6.9 მილიმეტრია, ხოლო წონა — 700 გრამი. თხელი და მძიმე, ის აღჭურვილია 8 მეგაპიქსელიანი კამერით, Touch ID-ით და LTE-ქსელების მხარდაჭერით.

და ბოლოს, რა დაგვიჯდება ეს ახალი iPad Pro? 32 გბაიტიანი მეხსირებით და LTE-ქსელების მხარდაჭერის გარეშე ის 799 დოლარი ღირს, 128 გბაიტით — 949 დოლარი, ხოლო iPad Pro, 128 გბაიტი მეხსირებითა და LTE-ქსელების მახარდაჭერით — 1079 დოლარი. სტილუსი ცალკე იყიდება და ის 99 დოლარი ღირს. ასევე ცალკე იყიდება Smart Keyboard, მისი ფასი 169 დოლარია.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ როგორ ადგილს დაიკავებს აღნიშნული პლანშეტი ბაზარზე, რამდენად მოთხოვნადი იქნება ის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფრიად საინტერესო პროდუქტია და აუცილებლად ღირს მისი დატესტვა.

Tags: iOSiPadMac
Previous Post

ყველაფერი, რისი ცოდნაც გსურთ iPad mini 4-ის შესახებ

Next Post

რატომ არის iPad Pro პერსონალური კომპიუტერების მომავალი?

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
280
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
3.7k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
5.3k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
997
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
596
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
796
Next Post
რატომ არის iPad Pro პერსონალური კომპიუტერების მომავალი?

რატომ არის iPad Pro პერსონალური კომპიუტერების მომავალი?

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG