GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ეპლი AMD-ს ყიდვას აპირებს?

IC by IC
12/11/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიუხედავად წარმატებული ფინანსური წლისა და მზარდი მოგებისა,  პროცესორების მწარმოებელი AMD  მაინც ათავისუფლებს ხალხს სამსახურიდან, რაც საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციაა და ბევრი კითხვა გააჩინა ტექ. სამყაროში, ხომ არ აპირებს რომელიმე კომპიუტერული გიგანტი მის  შეძენას, მითუმეტეს მაშინ, როცა გათავისუფლებულთაგან ერთი ინჟინერიც არაა.

ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ეპლია, რომლის უზარმაზარი ბიუჯეტი და არცთუ სასიამოვნო ურთიერთობა ინტელთან ამ გარიგებას რეალურს ხდის. 2005 წელს, ეპლის კომპიუტერების ინტელის პროცესორებზე გადასვლის შემდეგ ამ ორი კომპანიის ურთიერთობა შესამჩნევად გაფუჭდა.

ეპლის მიერ მის მობლიურ პროდუქტებში ინტელის პროცესორების გამოყენებაზე უარის თქმის შემდეგ და MacBook Air-ებში საცდელი AMD-ს ჩიპების ჩადგმის საიდუმლო პროექტის შემდეგ ინტელმა შექმნა 300 მილიონი დოლარის ფონდი, რომელიც მიმართული იყო სუპერ თხელი და დაბალი ენერგიის მოხმარების მქონე ლეპტოპების შექმნაზე და რომელიც პირდაპირ იყო მიმართული MacBook Air-ის წინააღმდეგ.

როგორც სტივ ჯობსი იხსენებს თავის ბიოგრაფიაში,

„ჩვენ ვცდილობდით ინტელის დახმარებას, მაგრამ ისინი თითქმის არც გვისმენდნენ. ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით, რომ  მათი გრაფიკული ჩიპი არ ვარგოდა. სანაცვლოდ მათ უნდოდათ საერთო პროექტის დაწყება ეპლთან ერთად, რომელზეც ორი მიზეზის გამო ვთქვით უარი: პირველი ის, რომ ინტელი ძალიან ნელია თანამშრომლობაში. მეორე მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ არ გვინდოდა გადაგვეცა მათთვის ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებსაც მერე ჩვენს კონკურენტებზე გაყიდიდნენ“.

AMD-ს ეპლის მიერ შეძენა ამ უკანასკნელს უამრავ დადებით ასპექტს შესძენს. AMD, მიუხედავად მათი მწირი ბიუჯეტისა და ინტელის მხრიდან საკმაოდ ძლიერი კონკურენციისა ( ინტელმა დელს 2002-2007 წლებში 6 მილიარდ დოლარამდე გადაუხადა, რათა მათ არ გამოყენებინათ საკუთარ პროდუქტებში AMD-ს ჩიპები). ყოველთვის ახერხებდა მნიშვნელოვან ინოვაციებს და ფლობს საკმაოდ შთამბეჭდავ პატენტთა პაკეტს, რომელიც ეპლს დაიცავს სასამართლო დევნისგან კონკურენტების მხრიდან. ხოლო ეპლი ასევე სრულ კონტროლს მოიპოვებს საკუთარი პროცესორების დიზაინზე და ტექნოლოგიებზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ეს გარიგება, რომელიც შეიძლება ეპლისთვის საუკუნის შენაძენი აღმოჩნდეს.

წყარო

Tags: Mac
Previous Post

Siri გვითვალთვალებს

Next Post

iOS 5.0.1 ვერ ზრდის ავტონომიური მუშაობის დროს

IC

IC

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
iOS ევროპის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა

iOS 5.0.1 ვერ ზრდის ავტონომიური მუშაობის დროს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG