პარასკევს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დახურვისას აღმოჩნდა, რომ ეპლის საბაზრო ღირებულება უსწრებს მაიკროსოფტის და ინტელისას ერთად აღებულს. აქციებით ვაჭრობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაიკროსოფტის საბაზრო ღირებულება შეადგენს 201.59 მილიარდ დოლარს, ინტელის ღირებულება 115.21 მილიარდს, რაც ერთიანად შეადგენს 316.8 მილიარდ დოლარს, ხოლო ეპლის საბაზრო ღირებულება დღევანდელი მონაცემებით კი არის 317.60 მილიარდს, რაც დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით მეტია, ვიდრე მაიკროსოფტი და ინტელი ერთად. აქვე გვინდა გავიხსენოთ ბილ გეიტსის სიტყვები ინტერვიუდან, რომელიც მანდ 1998 წლის ივნისში ჟურნალ Vanity Fair-ს მისცა:
მე არ მესმის რატომ ცდილობს ამდენს სტივ ჯობსი. მან მშვენივრად იცის, რომ მაინც ვერ გაიმარჯვებს.