GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

[ეს დღე ისტორიაში] 1970 წლის 1 ივლისი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
01/07/2014
in ეს დღე ისტორიაში
Reading Time: 1 min read
A A
0
581
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple-ის ბევრმა მოყვარულმა იცის Xerox PARC-ისა და ჩვენი საყვარელი კომპანიის ურთიერთობის შესახებ. მათთვის, ვინც არ იცის, ამ სტატიაში გაგაცნობთ ორი კომპანიის ურთიერთობის ისტორიას. ჯერ მოდი გავშიფროთ, თუ რას ნიშნავს ეს აბრევიატურა, Xerox PARC: Xerox Palo Alto Research Center (კომპანია Xerox-ის პალო ალტოს კველვითი ცენტ���ი). სწორედ ამ კვლევით ცენტრში მიიღეს Apple-ის თანამშრომლებმა საშუალება ენახათ მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. სხვათაშორის, ეს „საჩუქარი“ უფასო არ ყოფილა: Apple-მა Xerox-ს საკუთარი მილიონი აქციის ყიდვის უფლება მისცა, ჯერ კიდევ პირველად საჯარო განთავსებამდე.

მაგრამ თუ ბევრმა იცის Xerox PARC-ის შესახებ, ცოტას თუ ეცოდინება იმის შესახებ, რომ მაგალითად PIXAR დაფუძნებული იყო ამ კვლევითი ცენტრის ყოფილი თანამშრომელბის მიერ და სხვათაშორის, კომპანია Adobe-ც. Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი ასევე მუშაობდა Xerox PARC-ში თავის დროზე.

პირველი ლაზერული პრინტერი სწორედ ამ კვლევით ცენტრში შეიქმნა. თუმცა მარტო ამით არ არის ცნობილი Xerox PARC. ის 1970 წლის 1 ივლისს დაფუძნდა და უკვე 70-იან წლებში შეიქმნა მაუსი, ლაზერული პრინტერი, ნოუთბუკის პირველი მოდელი, პროგრამირების ენა Smalltalk, Ethernet-ქსელები, ენა InterPress და უკვე ხსენებული მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი.

სწორედ ეს გრაფიკული ინტერფეისი იქნა გამოყენებული კომპიუტერში Xerox Alto, რომელიც გახლდათ Apple Macintosh-ის წინამორბედი. მაგრამ არა მხოლოდ Apple-ისთვის იმუშავეს ცენტრის თანამშრომლებმა: მათ მიერ შეიქმნა აგრეთვე პრინციპი WYSIWYG („რასაც ხედავ ეკრანზე, იმას მიიღებ“) და პირველი ასეთი ტექსტური რედაქტორი Bravo — Microsoft Word-ის წინამორბედი.

Tags: Mac
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 2012 წლის 30 ივნისი

Next Post

[ეს დღე ისტორიაში] 1987 წლის 2 ივლისი

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი

31/12/2014
756
[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი

30/12/2014
741
[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი

29/12/2014
714
[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი

28/12/2014
739
[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი

27/12/2014
820
[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი

26/12/2014
734
Next Post
[ეს დღე ისტორიაში] 1987 წლის 2 ივლისი

[ეს დღე ისტორიაში] 1987 წლის 2 ივლისი

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG