ამ დღეს გამოფენაზე West Coast Computer Fair წარმოდგენილი იქნა Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპიუტერი Apple II.
კომპიუტერი აღჭურვილი იყო პროცესორით MOS Technology 6502, რომელიც 1 მჰც სიხშირეზე მუშაობდა. ოპერატიული მეხსიერება 4 კბაიტი. ახლა შესაძლოა ეს ძალიან დაუკერებლად ჟღერს, მაგრამ მაშინ ასეთი მოცულობა სრულიად ნორმალური იყო.
Apple II-ს გაფართოების 8 სლოტი ჰქონდა, ერთ-ერთ მათგანში შეიძლებოდა დამატებითი მეხსიერების ჩადგმა, ხოლო დანარჩენებში — პარალელური და თანმიმდევრული პორტების კონტროლერების. ასევე წარმოდგენილი იყო ინტერფეისი კასეტური მაგნიტოფონის მისაერთებლად.
ვიდეო-კონტროლერს შეეძლო ემუშავა გრაფიკულ რეჟიმში 280 х 192 გარჩევადობით და 6 ფერში, ან 40 х 80 გარჩევადობით 16 ფერში.
კომპიუტერის გარეგანი სახე სტივ ჯობსის მოფიქრებული იყო, ხოლო შიგთავსი — სტივ ვოზნიაკის გენიის ნაყოფი.
საწყისი ფასი გახლდათ 1298 დოლარი.
პირველ ხანებში გაყიდვები არ იყო ძალიან დიდი, მაგრამ შემდგომში, სხვადასხვა მოდიფიკაციების შედეგად და განსაკუთრებით გაყიდვაში ფლოპი-დისკწამყვანის გამოჩენის შემდეგ, გაყიდვები გაიზარდა.
სხვადასხვა მოდიფიკაციებით Apple II 10 წლის განმავლობაში იწარმოებოდა.

![[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-2011-tslis-31-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1972-tslis-30-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1997-tslis-29-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1989-tslis-28-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1990-tslis-27-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1981-tslis-26-dekemberi-350x250.jpg)