როგორც კი Apple-მა გაიტანა ბირჟაზე თავისი აქციები, სტივ ვოზნიაკმა უეცრად აღმოაჩინა, რომ მილიონერი გამხდარიყო. რას იზამდით თქვენ, თუ იმაზე მეტი ფული გექნებოდათ, ვიდრე შეგიძლიათ რომ დახარჯოთ? ვოზის თვალსაზრისით, შეიძლება აღარ იმუშაო. მაგრამ ეს ძალიან ხმამაღლა ნათქვამია. მაიკ სკოტის აზრით, ვოზი უბრალოდ გაზარმაცდა.
სტივ ვოზნიაკი რამდენიმე პროექტს შორის იყო გახლეჩვაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტ დროს საკუთარ თავს უთმობდა. ასე შეძლო მან ოცნების ასრულება: მან თავის თავს პატარა თვითმფრინავი უყიდა. სამწუხაროდ ოცნებას წერტილი პირველივე გაფრენაზე დაესვა: ის დაიმტვრა.
საბედნიეროდ, ვოზი გადარჩა, მეტიც, ის მიხვდა სიცოცხლის ფასს. ალბათ, ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება მოხდა მასში.
ხუთი თვის შემდეგ, როდესაც ის საავადმყოფოდან გამოწერეს, მან დატოვა Apple. ვოზმა უარი განაცხადა იმაზე მუშაობაზე, რაც მას არ აინეტრესებდა.
„კომაპნია ძალიან დიდი გახდა, მე კიდევ მომენატრა ლაბორატორიაში მუშაობა“, — განაცხადა ვოზმა People-თან ინტერვიუში.
ვოზის საჰაერო ავარია 1981 წლის 7 თებერვალს მოხდა.