იდეაში, თუ გავყვებით Mac-კომპიუტერების ისტორიას უკუ მიმართულებით, საბოლოოდ ის Xerox PARC-ამდე მიგვიყვანს. Xerxo Palo Alto Research Center — სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, რომელიც კომპანია Xerox-ის მთავარი სამეცნიერო ხელმძღვანელის, ჯეკ გოლდმანის თაოსნობით შეიქმნა 1970 წელს. რატომ PARC? — სწორედ მანდ ნახეს Apple-ის თანამშრომლებმა გასაოცარი სამომხმარებლო გრაფიკული ინტერფეისი, რომელიც საკუთარ ლაბორატორებში გაამუჯობესეს. მაგრამ Mac-ზე ყველაზე დიდი ზეგავლენა Lisa-მ მოახდინა.
სამწუხაროდ, კომპიუტერს Lisa ბევრი პრობლემა ჰქონდა: დაწყებული საცალო ფასით (10 000 დოლარი) და დასრულებული იმით, რომ პროექტის ხელმძღვანელი სტივ ჯობსი გახლდათ. ყველაზე დიდი პრობლემა — გარე დეველოპერები ვერ ვხვდებოდნენ, რატომ უნდა დაეწერათ ამ კომპიუტერისათვის აპლიკაციები. ჯერ ერთი, პროცესს დიდი დრო მიჰქონდა და ფრიად დამღლელი იყო. მეორეც, Lisa-ს უკვე ჰქონდა გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფა.
მაგრამ შუქი გვირაბის ბოლოს მაინც გამოჩნდა. „პროგრამები“ (დღეს ჩვენ მათ „ფუნქციებს“ დავარქმევდით), რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ — ამოჭრა/ჩასმა და სხვა მრავალი — Lisa-ში 1982 წლის 31 ივლისს ამუშავდა.