Apple II 1977 წელს გამოვიდა გაყიდვაში და მომხმარებელბს ინტეგრირებულ კლავიატურას, ფერად გრაფიკას, ხმას, პლასტიკატის კორპუსს, გაფართოების რვა სლოტსა და ორ დისკწამყვანს სთავაზობდა. ეს იყო პირველი კომპიუტერი, რომელსაც Apple სერიულად უშვებდა. Apple II-ში მისი წინამორბედის ყველა ოცნებასა და მოლოდინებს შეესხა ხორცი.
Apple II პირველად West Coast Computer Fair-ზე წარმოადინეს. იმ დროისათვის უნიკალური იყო ფერისა და მაღალი გარჩევადობის გრაფიკული რეჟიმების გამოყენება, მისი ხმოვანი შესაძლებლობები და აგრეთვე პროგრამირების ჩადგმული ენა BASIC. უფრო ადრეულ კომპიუტერებთან შედარებით, ყველა ეს შესაძლებლობა კარგად იყო დოკუმენტირებული და ადვილი იყო ათვისება. შედეგად Apple II-მა განაპირობა რევოლუცია პერსონალური კომპიუტერების სფეროში: ეს იყო მასობრივ მომხმარებელზე გათვლილი მანქანა, არა მახოლოდ მეცნიერებისა, თუ ინჟინრებისათვის.
ეს კომპიუტერი იწარმოებოდა როგორც სახლისათვის, ასევე ოფისისათვის. თავიდან გაყიდვები ვერ იყო დიდი, მაგრამ ყველა ეჭვი გაქრა მას შემდეგ, რაც 1983 წლის 27 ივნისს Apple-მა გამოაცხადა მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შესახებ.