ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი. წარმოიდგინეთ? მშვენიერი. ახლა უპასუხეთ კითხვაზე (კომენტარებშიც შეგიძლიათ დაწეროთ), რას გააკეთებდით, როდესაც ამ მსხვილი კომპანიის დამფუძნებელს დაითხოვდით კომპანიიდან? ჩვენ რათქმაუნდა ვსაუბრობთ Apple-ზე.
ახლა სწორი პასუხი: თქვენ მას არა მარტო დაითხოვდით, არამედ სასამართლოშიც უჩივლებდით. შესაძლოა, ეს პასუხი თქვენსას არ ემთხვევა, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასე მოხდა.
თუმცა, სტივ ჯობსი თვითონ არის დამნაშავე. როდესაც ის მიდიოდა კომპანიიდან, განაცხადა, რომ ახალ ფირმას შექმნიდა, თუმცა მთავარის თქმა დაავიწყდა: ახალ კომპანიაში Apple-ის საკვანძო თანამშრომელბის დიდი ნაწილის წაყავანა სურდა. როდესაც თანამშრომელთა გადინებამ მასიური სახე მიიღო, Apple-ში შეშფოთდნენ. მაგრამ კუპერტინომ მეტი ვერაფერი მოიფიქრე ხეირიანი და სასამართლოში გაიქცა.
სარჩელის მიზეზი? თანამშრომლების გადაბირება, რათქმაუნდა. მაგრამ მოითმინეთ ერთი წუთით, განა ეს დანაშაულია? არა, რათქმაუნდა. შედეგად სასამართლო გარჩევამ ისევ სტივის რეპუტაციაზე იმოქმედა დადებითად, ხოლო Apple მიხვდა რა თავის შეცდომას, გამოიტანა სარჩელი. ამაზე სტივმაც მოახდინა ზემოქმედება: ის დაპირდა თავის ძველ კომპანიას, აღარ წაეყვანა თანამშრომლები ახალ კომპანიაში, NeXT-ში.
სასამართლო გარჩევა საბოლოოდ 1986 წლის 28 იანვარს დასრულდა.