დღეისათვის Apple-ს აქვს მკაფიო გაყოფა სახლის და პროფესიულ კომპიუტერებს შორის. მაგრამ ოდესღაც სხვაგვარად იყო. იყო მხოლოდ ერთი კომპიუტერი და მომხმარებელს შეეძლო მასზე ის ეკეთებინა, რაც გაუხარდებოდა.
დროთა განმავლობაში, ყველაფერი შეიცვალა. გაჩნდნენ დამწყები და პროფესიონალი მომხმარებლები. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებული ეთუზიაზმით სწავლობდნენ სამაგიდე გამომცემლობის პაკეტებს ან მაგალითად ციფრული ვიდეოს დამუშავებას. საჭირო გახდა გარკვეული სახის გაყოფა, რაც მოხდა Mac II კომპიუტერების სერიაში, რომელშიც ძალიან სწრაფი მოდელიც ერია, IIfx.
ყველაფერი განპირობებული იყო პროცესორით Motorola 68030, ასევე პრიცნიპიალურად ახალი არქიტექტურით. საწყისი მოდელისაგან განსხვავებით, სისწრაფემ რეალურად მოიმატა.
მაშინ მიხვდნენ Apple-ში, რომ პროფესიული მომხმარებლები არა მარტო მზად არიან შეიძინონ სწრაფი მანქანები, არამედ მზად არიან ზედემტიც გადაიხადონ ამაში. და რახან ასეა, IIfx-ის ფასის გაზრდა შეიძლებოდა 9900 დოლარამდე.
Mac IIfx, რომელიც გაყიდვაში 1990 წლის 19 მარტს გამოჩნდა, Apple-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოდელი იყო.