ისტორიულად ისე მოხდა, რომ ყოველი Mac თავიდანვე აწყობილი იყო Motorola 680×0 პროცესორების ბაზაზე. მის უპირატესობაზე და დადებით მხარეებზე კამათი ძალიან დიდხანს შეიძლება, მაგრამ როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში დადგა საკითხი ახალი პროცესორის არჩევისა, გადამწყვეტი ფაქტორი ფასი იყო, ხოლო ამ მიმართულებით Motorola-ს ბადალი არ ჰყავდა.
დრო გადიოდა. Mac სულ უფრო მძლავრ პროცესორებს იღებდა, თუმცა ცხადი შექმნა, რომ ტექნოლოგია დრომოჭმული იყო. ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო Intel-ის მიერ Pentium-ხაზის გამოშვება. Apple-ს ესაჭიროებოდა ადექვატური პასუხი. და ასეთი პასუხი გამოჩნდა PowerPC-ის სახით.
ამ გადასვლამ მოითხოვა ყველა აპლიკაციის ხელახლა გადაწერა, თუმცა ეს იმათ ღირდა. ამ რევოლუციაში დიდი წვლილი შეიტანა პროგრამულმა პაკეტმა CodeWarrior.
Mac-ების ახალი ხანა 1994 წლის 14 მარტს დაიწყო, როდესაც საზოგადოებას წარუდგინეს პირველი კომპიუტერი PowerPC-ის ბაზაზე. ეს გახლდათ PowerMac 6100/60 და 8100/80AV მოდელები.

![[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-2011-tslis-31-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1972-tslis-30-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1997-tslis-29-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1989-tslis-28-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1990-tslis-27-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1981-tslis-26-dekemberi-350x250.jpg)