PowerBook-ის მე-500 სერიის ნოუთბუკები რამდენიმე მომენტით იყო გამორჩეული. ფასები ამ კლასის ნოუთბუკისათვის მისაღებ დიაპაზონში იყო, 2270 დოლარიდან 4870 დოლარამდე. მათში იყო ბევრი რამ, რაც შეგვიძლია აღვწეროთ სიტყვით „პირველად“. პირველად გაჩნდა ჩადგმული სტერეო-სპიკერები. პირველად გამოიყენეს გაფართოების PCMCIA-ბარათები. პირველად გამოიყენეს NiMH (ნიკელ-მეტალჰიდრიდ) აკუმულატორი. ხოლო ყველაზე საინტერესო სიახლე გახლდათ, ტრეკპედი:
ტრეკპედი გამოიგონა ჯორჯ გერფაიდმა, 1988 წელს, მაგრამ ნოუთბუკების მწარმოებლები განაგრძობდნენ ტრეკბოლის გამოყენებას:
Apple-მა შეიძინა ლიცენზია ამ გამოგონებაზე ავტორისაგან და პირველმა გამოიყენა ის PowerBook-ის მე-500 სერიაში.
1994 წლის 16 მაისს გაყიდვაში გამოვიდა PowerBook 540c. სწორედ მასში იხილა საზოგადოებამ ტრეკპადი — ტრეკბოლის მომავალი „მკვლელი“.

![[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-2011-tslis-31-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1972-tslis-30-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1997-tslis-29-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1989-tslis-28-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1990-tslis-27-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1981-tslis-26-dekemberi-350x250.jpg)