იცით, თუ არა თქვენ, რა არის Copland? აი პასუხის სამი ვერსია: ამერიკელი კომპოზიტორი, სილვესტერ სტალონეს ფილმი და Apple-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ხუმრობა. აირჩიეთ ვარიანტი? აბა, მოდი შევამოწმოთ.
სინამდვილეში, სამივე პასუხი სწორია. თუმცა რათქმაუნდა სტალონეს ფილმს Cop Land ჰქვია, მაგრამ ეს არ არის არსებითი, ვინაიდან ჩვენ ის ვარიანტი გვაინტერესებს, Apple-ს რომელიც ეხება.
Copland-ის პროექტის ფარგლებში კუპერტინოში მუშავდებოდა ახალი საოპერაციო სისტემა, რომელსაც უფრო ეფექტურად უნდა გამოეყენებინა RISC-პლათფრომის უპირატესობანი, მოეცა DOS და Windows საოპერაციო სისტემებთან ურთიერთქმედების მოხერხებული ხელსაწყოები, შეექმნა და ემუშავა ქსელურ გარემოცვაში.
სამწუხაროდ, ყველაფერი ეს მხოლოდ დაპირებად დარჩა. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. Mac OS-ის წინა ვერსიებთან თავსებადობა ცუდი იყო, საიმედობა და სტაბილურობა ეჭვქვეშ იდგა, ხოლო ინტერფეისზე საერთოდ გავჩუმდებით. შედეგად, Copland-ზე მილიარდი დოლარის დახარჯვის შემდეგ, კუპერტინომ მასზე უარი თქვა.
Copland-ის პირველი ანონსი 1994 წლის 29 მარტს მოხდა.