პროდუქტის ფარული რეკლამა, (იგივე „პროდაქტ პლეისმენტ“ — Product placement), დღეისათვის ფართოდ არის გავრცელებული. თუმცა ის საკმაოდ დიდი ხნის წინ მოიფიქრეს და თავის დროზე Apple-მა ის გამოიყენა PowerPC ნოუთბუკების რეკლამისათვის, კონკრეტულად კი PowerBook 5300-სათვის, რომელიც გამოჩნდა ტომ კრუზის მანქანაში ფილმში „მისია შეუსრულებელია“.
Apple-მა ძალზედ გვიან განათავსა ეს რეკლამა და ვერ შეძლო ფილმის სცენარის შეცვლა ისე, რომ მაყურებლებს არ ენახათ ბრძანების სტრიქონი Mac OS-ის გრაფიკული ინტერფეისის ნაცვლად.
PowerBook 5300 ნოუთბუკებს ბევრი მარცხი სდევდა თან. Apple-მა რამდენჯერმე უკან გამოითხოვა ისინი, სხვადასხვა მიზეზის გამო. ხან კორპუსს ჰქონდა პრობლემა, ხან აკუმლატორი ფეთქდებოდა, ხან კიდევ წარმადობა იყო ძალიან დაბალი.
1996 წლის 21 აპრილს Apple-მა გვამცნო 15 მილიონიან ფიასკოზე. სწორედ ეს თანხა დაუჯდა მას რეკლამა და PowerBook 5300-ის პრობლემების აღმოფხვრა.