ეს სურათი ეკუთვნის უკვე ცნობილ სარეკლამო კამპანიას „Think Different“. ამ კამპანიაზე მუშაობდა სარეკლამო სააგენტო ChiatDay. სწორედ ამ კომპანიის მიერ იყო მანამდე შემუშავებული კამპანია „1984“, რომელმაც არა მარტო შეძრა ყველა, ვინც ის ნახა, არამედ რეკლამის სახელმძღვანელოებში შევიდა. თუმცა Apple ყოველთვის არ თანამშრომლობდა ChiatDay-სთან.
როდესაც სტივ ჯობსი დაითხოვეს მისივე კომპანიიდან, Apple-მა უარი განაცხადა ChiatDay-სთან თანამშრომლობაზე. რთული სათქმელია, თუ რა იყო ამის მიზეზი. ამ სააგენტომ ბევრი რამ გააკეთა Apple-ისათვის და თანამშრომლობაზე უარი, უფრო დიდი დანაკარგი იყო Apple-ისათვის, ვიდრე ChiatDay-სათვის.
მაგრამ „სახლში“ დაბრუნების შემდეგ, სტივ ჯობსმა ბევრი სარეკლამო ცვლილების განხორციელება დაიწყო Apple-ში. ყველაფერი კვლავ მის მოთხოვნებსა და სტანდარტებს უნდა შესაბამებოდა. შედეგად, სტივმა დააბრუნა ChiatDay, რის შესახებაც გვამცნო 1997 წლის 5 აგვისტოს. სწორედ მაშინ, როდესაც დაიწყო სარეკლამო კამპანია „იფიქრე განსხვავებულად“.