GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 7 აგვისტო

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
07/08/2014
in ეს დღე ისტორიაში
Reading Time: 1 min read
A A
0
622
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1997 წელს Apple-ის ისტორიაში ბოლო MacWorld შედგა ბოსტონში. 1998 წლიდან ზაფხულის გამოფენა ნიუ-იორკში ჩატარდებოდა. ბოლო ბოსტონური MacWorld უშულოდ სტივ ჯობსმა გახსნა. მან მოუყვა დამსწრეებს იმ ცვლილებების შესახებ, რაც მოხდა კომპანიაში, ამელიოს გადადგომის შესახებ და დირექტორთა საბჭოს ცვლილების შესახებ, აგრეთვე Mac OS-ის ლიცენზირების შეწყვეტის გეგემების შესახებაც. და რაც მთავარია, სტივმა ილაპარაკა Apple-ის ნომერ პირველ მტერსა და კონკურენტზე — Microsoft-ზე.

ბილ გეითსი კონფერენციის მსვლელობისას დიდ ეკრანზე გამოჩნდა და დისტანციურად ჩაერთო. მან სიყვარული გამოხატა Mac-კომპიუტერების მიმართ, პირობა დადო, რომ გამოუშვებდა MS Office-ის განხლებას შემდეგი 5 წლის განმავლობაში. მან ასევე მოუთხრო დამსწრეებს, რომ Mac OS-ს ნაგულისხმევ ბრაუზერად Internet Explorer დაემატებოდა (იმ დროს Safari ჯერ არ იყო შექმნილი) და რომ Microsoft ყიდულობდა Apple-ის პრივილეგირებულ აქციებს (ანუ ხმის მიცემის უფლების გარეშე) 150 მილიონი დოლარის ოდენობით.

იმ დროისათვის Apple-ის კაპიტალიზაცია 15 მილიარდი დოლარი იყო, ამიტომ 150 მილიონი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. რათქმაუნდა, Apple-ის საქმეები იმ დროს ვერ იყო ძლიერი, მაგრამ კომპანიამ გალზიერება დაიწყო არა Microsoft-ის ფულით, არამედ იმით, რომ მსგავსმა ინვესტიციებმა სხვა ინვესტორები დაამშვიდეს და კრედიტორები დააშოშმინეს.

როდესაც უზარმაზარ ეკრანზე ბილ გეითსის არა ნაკლებ უზარმაზარი თავი გამოჩნდა, დარბაზის უკანა ნაწილმა სტვენა და ხმაური დაიწყო, მაგრამ ბილის თიტქოს არ ესმოდა ეს უკმაყოფილება, ის უბრალოდ მშვიდად საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ უყვარს Microsoft-ს Apple და მისი კომპიუტერები.

ბილ გეითსი Apple-ის ფანატების წინაშე 1997 წლის 7 აგვისტოს გამოვიდა. მაგრამ 10 წლის შემდეგ, 2007 წელს გაიხსნა საინტერესო საიდუმლო: თურმე არანაირი ტელეხიდი არ ყოფილა ბოსტონსა და რედმონდს (Microsoft-ის შტაბ-ბინა მანდ არის განთავსებული) შორის. ტრანსლაციის ნაცვლად ჩანაწერი იყო. ძნელი სათქმელია, სწორი ნაბიჯი იყო ეს თუ არა, დიდი ალბათობით, ეს გაკეტებული იყო იმის გარანტიისათვის, რომ ყველაფერი დადგმული სცენარის მიხედვით წარიმართებოდა.

Tags: Mac
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 6 აგვისტო

Next Post

Apple ანალიტიკოსების წინააღმდეგ

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი

31/12/2014
759
[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი

30/12/2014
745
[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი

29/12/2014
716
[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი

28/12/2014
742
[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი

27/12/2014
823
[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი
ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი

26/12/2014
738
Next Post
Apple ანალიტიკოსების წინააღმდეგ

Apple ანალიტიკოსების წინააღმდეგ

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG