პირველი iMac კომპიუტერი ათვლის ის წერტილი გახდა, რომელმაც მოგვიანებით კომპიუტერების დიზიანის რევოლუციის დასაწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ. და როგორც ნებისმიერი რევოლუციისას, ვერ გავექეცით დებატებსა და მიტინგებს. თუმცა, საბედნიეროდ, რევოლუციის ყველა ვნებათარელვა პრესის ფურცლებსა და ინტერნეტში მიმდინარეობდა.
პირველ iMac-ზე რეაქცია არაერთგვაროვანი გახლდათ. ზოგს მოსწონდა, ზოგი თვლიდა, რომ პლასტიკატის გამჭვირვალე კორპუსი არასერიოზული რამ იყო და Apple-ს არ ეკადრებოდა (არაფერს გაგონებთ?). ძველი ეფლისტები იმით იყვენენ აღშფოტებული, რომ ახალ მოდელში ძველი ინტერფეისების მხარდაჭერა შეწყდა USB-ს სასარგებლოდ.
1999 წლის 14 იანვარს Apple-მა ოფიციალური პასუხი გასცა ყველა კითხვასა და მოსაზრებას:
iMac გახდა ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერი 1998 წლის მეოთხე კვარტალში.
უნივერსალური პასუხი, აბსოლუტური ლიდერობა და არანაირი კითხვები.