iMac პირველი დიდი წარმატება იყო Apple-ისათვის. მისი გაყიდვები მაღალი იყო და კომპანიის ხელმძღვანელობა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო ასული. ეს მართლა იყო (და დღემდე რჩება) ძალიან კარგი კომპიუტერი, რომელმაც მთელი მსოფლიოს გაოცება შეძლო. მაგრამ როგორც კი ხელმძღვანელობა ციდან დაეშვა დესდამიწაზე, გაჩნდა ლოგიკური კითხვა: „როგორ მივაღწიოთ იგივე შედეგს ნოუთბუკების შემთხვევაში?“.
პასუხი Apple-ისათვის iBook იყო. ამ ნოუთბუკს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა: ის მძიმე იყო, უსახური და მაღალი ფასითაც გამოირჩეოდა. თუმცა პლიუსებიც ჰქონდა: გამძლე იყო და დიდხანს მუშაობდა ავტონომიურად.
იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ არა გაეუმჯობესებინათ ნოუთბუკის სპეციფიკაციები, არამედ გაეკეთებინათ რაიმე ისეთი, რაც არ შეეძლო არცერთ სხვა კომპიუტერს. და როგორ ფიქრობთ, რაზეა საუბარი? — მართალია: საჭირო იყო კომპიუტერის მიერთება ინტერნეტთან კაბაელის გარეშე.
თავდაპირველად ეს ფუქნცია ცნობილი იყო, როგორც Apple Airport, მაგრამ დრეს ჩვენ მას სხვა სახელს ვეძახით — Wi-Fi. iBook-ში ინტერნეტთან უსადენო წვდომის შესაძლებლობა 1999 წლის 21 ივლისს გაჩნდა.