დიდება, რომელსაც სინამდვილეში იმსახურებს სტივ ვოზნიაკი, ვერასოდეს ვერ შეესაბამება იმ დიდებას, რომელსაც ის ღებულობს. რათქმაუნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ მოიხსენიებენ ისტორიის ფურცლებზე, როგორც მაგალითად არ ვიცით ვინ გამოიგონა ბორბალი, ან ცეცხლი. მაგრამ ძნელია იმის უარყოფა, რომ ვოზნიაკის გავლენა და დამსახურება აშკარად ნაკლებად არის შეფასებული.
Apple-ში ვოზნიაკს ყოველთვის ეძახდნენ „სხვა სტივი“, პირველი, როგორც ხვდებით — სტივ ჯობსი იყო. მაგრამ მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც Apple-ისათვის, ასევე მთლიანად სამყაროსათვის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღემდე აკეთებს ბევრ რამეს. სტივი პერიოდულად ასპონსორებს სხვადასხვა პროექტებს: დაწყებული საბავშვო მუზეუმში გამოფენებით და უზარმაზარი როკ-ფესტივალით დამთავრებული.
მაგრამ არის ერთი ჯილდო, რომელიც სტივ ვოზნიაკმა დამხაურებულად მიიღო და უსამართლობა იქნებოდა რომ ეს ასე არ მომხდარიყო. 2000 წლის 19 ივნისს სტივ ვოზნიაკი „გამომგონებელთა დიდების დარბაზში“ შევიდა მისი პროექტების, Apple I, Apple II და Mac-ში მიღებული მონაწილეობისათვის.