ალბათ ბევრი თქვენგანი მაკის მომხმარებელი Mac OS X-ის დროს გახდა, თუმცა ჩვენსა რიგებში არსებობენ ისეთებიც, ვინც ჯერ კიდევ კლასიკური საოპერაციო სისტემის მომხმარებელი იყო, კერძოდ, Mac OS 9-ის.
იმ დროისათვის ახალი საოპერაციო სისტემა Mac OS 9 დიდი ხნის ნანატრი პროდიქტი იყო მაკების მფლობელებისათვის. და როდესაც ბოლო-ბოლო Apple-მა ის წარმოადგინა, მომხმარებლების მხრიდან ნამდვილი ოვაციები წამოვიდა.
მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ საოპერაციო სისტემას, Mac OS 9-საც სჭირდებოდა მცირე კოსმეტიკური შესწორებები. განახლებები ჩვეულებრივი რეჟიმით გამოდიოდა, თუმცა ყოველ მათგანში Apple ასწორებდა შეცდომებს და რაიმე ახალ ფუნქციას ამატებდა. მოკლედ, როგორც ყოველთვის. „კლასიკა“ ძალიან უყვარდათ, ამაყობდნენ, აღფრთოვანებული იყვნენ. მაგრამ როგორც ცნობილია, ბოლოს ყველაფერი მთავრდება.
„Mac-ის ღიმილი“ შეიცვალა ახალი ვერსით, Mac OS X-ით. ხოლო თავისი ბოლო განახლება კლასიკამ 2001 წლის 9 დეკემბერს მიიღო. ამ განახლების ნომერი იყო 9.2.2.

![[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-2011-tslis-31-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1972-tslis-30-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1997-tslis-29-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1989-tslis-28-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1990-tslis-27-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1981-tslis-26-dekemberi-350x250.jpg)