ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ ჯერ კიდევ 14 წლის წინ, 2000 წლიდან მოყოლდებული, Apple რეგულარულად ატყობინებს მომხმარებლებს OS X-ის განახლებების შესახებ. სწორედ იმ სისტემის შესახებ, რომელიც ოდესღაც (და იქნებ ახლაც კი) ნამდვილი ოცნება იყო Microsoft-ისათვის. ამასთან ერთად, სწორედ იმავე წლიდან Microsoft ჰპირდებოდა საკუთარ მომხმარებელს ახალი საოპერაციო სისტემის ჩვენებას, კოდური სახელით Windows Longhorn, იგივე Vista.
გადიოდა წლები, მომხმარებლები ელოდნენ, ხოლო Microsoft არაფერს სთავაზობდა, მხოლოდ იძახდა: „მალე იქნება, მალე“. კალენდარზე უკვე 2008 წელი დადგა, ხოლო Microsoft-ის ახალი საოპერაციო სისტემა უკვე საბოლოო სახით მაინც არასტაბილურად მუშაობდა. Mac-ის მომხმარებლისათვის ეს შესანიშანვი საბაბი იყო, რომ კიდევ ერთხელ დაეცინა კონკურენტისათვის, თუმცა მათ ეტყობა ავიწყდებოდათ, რომ იგივე Copland-მა ვერც კი იხილა დღის შუქი.
2003 წლის 1 სექტემბერს Mac-საზოგადოებამ კიდევ ერთი არგუმენტი გამონახა დაცინვისათვის. სწორედ მაშინ მედიაში გავრცელდა მსგავსი შეტყობინება:
Microsoft-ის ხელმძღვანელობა, დაწყებული გამგეობის თავმჯდომარით, ბილ გეითსით და ყველა მისი ხელქვეითით დასრულებული, Windows Longhorn-ს ყოველთვის აღიქვამდა ყველაზე რევოლუციურ საოპერაციო სისტემად დღეისათვის. ახალი სისტემა გამოშვებული უნდა იქნეს გაისად. თუმცა, შემდგომში ეს თარიღი 2005 წელზე გადავიდა. ახლა კომპანიის ხელმძღვანელობა საერთოდ ვერ ასახელებს საოპერაციო სისტემის გამოშვების მიახლოებით ვადებსაც კი.
მხოლოდ ბილ გეითს ჰქონდა შერჩენილი ოპტიმიზმის მიცრე ნაწილი:
მართალია, ჩვენ ჯერ არ ვიცით ჩვენი სისტემის გამოშვების ზუსტი თარიღი, მაგრამ მასში წარმოდგნელი იქნება ნამდვილიად ინოვაციური იდეები, რომლებსაც ასე ელიან მომხმარებლები.
აბა, რამდენი დრო გავიდა 2003 წლის 1 სექტემბრიდან, ვის ახსოვს?