თავიდან იყო „მაკი“, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დახურული სისტემა იყო, ჰიტად იქცა. მერე გაჩნდა iTunes Music Store, რომელშიც ერთი კვირის განამვლობაში მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი გაიყიდა.
ასეთი წარმატება მითუმეტეს გასაოცარია, რომ P2P (peer-to-peer) ქსელები, მიუხედავად Napster-ის განადგურებისა, მრავლდებოდნენ. მათი საშუალებით შესაზლებელი იყო ნებისმიერი მუსიკის გადმოწერა.
წარმატების საიდუმლო მოხერხებულობასა და კანონიერებაში იყო. მუსიკის გაცილებით უფრო მარტივად მიღების პროცესმა თავის საქმე გააკეთა.
2003 წლის 5 მაისს, გახსნიდან ერთი კვირის თავზე, Apple-მა გამოაცხადა 1 მილიონი ტრეკის გაყიდვის შესახებ.