პირველი iPad Apple-მა 2010 წელს წარმოადგინა. მაგრამ პლანშეტურ კომპიუტერს კუპერტინოსგან მანამდე დიდი ხნით ადრე ელოდნენ. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ჭორები iTablet-ის შესახებ ჯერ კიდევ 2002 წელს ჩაისახა. ყოველი პატივცემული რესურსი, რომელიც Apple-ის თემატიკაზე წერდა, თავს ვალდებულად თვლიდა დაეწერა თავისი მოსაზრება iTablet-ის შესახებ. მაგრამ მთავარი მაინც DigiTimes იყო.
DigiTimes აქტიურად ტესდა ჭორებს ეფლის ტაბლეტის შესახებ 2003 წელს. ისეთი პირი უჩანდა, რომ ლამის სინამდვილეს ჰგქვდა ამ ჭორების უმეტესობა. მაგრამ ჭორებს ყველამ დაუჯერა უშუალოდ Apple-ის გარდა. არანაირი iTablet 2003 წელს არ გამოვიდა.
რასაკვირველია, DigiTimes ასეთი ფიასკოს შემდეგ იძულებული გახდა რეპუტაცია აღედგინა. Apple Expo-ს დასრულებიდან ერთ თვეში ამ საიტმა კიდევ ერთი დიდი სტატია გამოუშვა, სადაც ყვებოდა იმის შესახებ, რომ Apple-მა შეაჩერა მუშაობა პლანშეტზე დიდი დანახარჯების გამო. სხვათაშორის, მაშინ DigiTimes-მა თქვა, რომ Apple მუშაობს პროექტზე სახელად „New New iMac“.
ექვსი თვის სიჩუმის შემდეგ ჯაჭვური რეაქცია დაიწყო: პირველი ვერ მოითმინა MacRumors-მა და 2004 წლის ივნისში დაწერა რომ დადგა დრო რაიმე პლანშეტური კომპიუტერის გამოსვლისა Apple-ისაგან. თუმცა საიტს რაიმე დეტალები არ დაუწერია.
2004 წლის აგვისტოში Apple Tablet-ის არსებობა ნელ-ნელა დადასტურდა როდესაც გამოჩნდა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი ევროპაში. რასაკვირველია, ჭორები კვლავ ბევრი გაჩნდა. უნდა დაწყებულიყო მორიგი Apple Expo პარიზში, ყველა რესურსი იმას ამტკიცებდა, რომ აი ახლა უკვე ნამდვილად ვიხილავდით ტაბლეტს.
და აი 2004 წლის 31 აგვისტო. Apple Expo-მ თავისი კარები გაუღო დამთვალიერებლებს. განა საჭიროა იმაზე ლაპარაკი, იყო, თუ არა წარმოდგენილი ტაბლეტი ამ გამოფენაზე?