როდესაც საგნმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი ტექნიკა შეაქვთ — ეს ყოველთვის კარგია. ვფიქრობთ, რომ ყველას გვსურდა სწავლის დროს ინფორმატიკის კლასში ახალი და თანამედროვე კომპიუტერები რომ გვქონოდა. სამწუხაროდ, კარგი ყოველთვის არ არის სასიკეთოს მომასწავებელი. ერთხელ, ჰერიკოს ოლქის განათლების დეპარტამენტმა გადაწყვიტა უფროსკლასელები გაეხარებინა იმ დროისათვის უახლესი ნოუთბუკებით iBook G3…
ექსპერიმენტი ფრიად წარმატებული აღმოჩნდა და გასაოცარი არ არის, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ მისი გამეორება სცადეს. ამჯერად გადაწყვიტეს Dell-ის ტექნიკა შეეძინათ. და სრულიად მოულოდნელად გამოვიდა ისე, რომ ათასი ცალი iBook ზედმეტი გახდა. რა უნდა ექნათ მათთვის? — სწორია, უნდა გეყიდათ. და როგორ უნდა გაეკეტებინათ ეს სწრაფად? — კვლავ მართალია, მიზიდველ ფასად.
ამიტომ გადაწყვიტეს თითო ნოუთბუკი 50 დოლარად გაეყიდათ. რასაკვირველია ამ ფასად ძალიან ბევრმა მოინდომა შეძენა, ხოლო კომპიუტერების რაოდენობა შეზღუდული იყო. შედეგად ატყდა ჯხუბი და გაწევ-გამოწევა, რომელიც იმ წამს დაიწყო, როგორც კი დაიწყო გაყიდვა. ჩხუბის შედეგად რამოდენიმე ადამიანი სერიოზულად დაშავდა.
ასეთი „მხიარული“ აქცია 2005 წლის 16 აგვისტოს ჩატარდა.