ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლიდერის სტატუსს გარკვეული უპირატესობა გააჩნია, რაც ეხება არა მარტო ცნობადობას და არაჩვეულებრივ ფინანსურ მაჩვენებლებს. მაგალითად, ოდესღაც Dell-ის კომპიუტერების სიიაფეს ხსნიდნენ იმით, რომ მწარმოებელი მაკომპლექტებელ ნაწილებს ძალიან დიდი ოდენობით ყიდულობდა, რაც შესაძლებლობას აძლევდა მიეღო უზარმაზარი ფასდაკლებები და შესაბამისად მოგებაც დიდი ჰქონოდა.
რათქმაუნდა, დიდი ფასდაკლების მიღების წესი, მაკომპლექტებლების დიდი ოდენობით შეძენისას ვრცელდება არა მარტო კომპიუტერის შემთხვევაში, არამედ ციფრული მუსიკალური დამკვრელების შემთხვევაშიც. ოღონდ ამ მოწყობილობების ბაზარზე სრულიად განსხვავებული სიტუაციაა: არა Dell, არამედ Apple გახლავთ სრულფასოვანი ლიდერი, პროდუქტით iPod. ამიტომ კუპერტინოს შეუძლია თავს უფლება მისცეს ზოგიერთ გულუხვ ქმედებაზე. სწორედ ასეთი რამ მოიმოქმედა ერთი ხილის კომპანიამ 2005 წლის 21 ნოემბერს.
2005 წლის დასასრულს, ყველა ანალიტიკოსისა და მომხმარებლებისთვისაც ცხადი გახდა, რომ მომავალი iPod nano-სა iPod shuffle-ს ეკუთვნის. ამიტომ Apple-მა უნდა გააძლიეროს საკუთარი მდგომარეობა რაიმე გარანტიებით, მაგალითად, მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებებით.
ჩვეულებრივ კომპანიებში ასეთ სიტუაციებში იწყებენ „ყველაზე მაგარი“ მომწოდებლის ამორჩევას, რომელიც საუკეთესოდ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მაგრამ კუპერტინომ გადაწყვიტა ასე არ დაწვრილმანებულიყო — ხელშერკრულება დაიდო Flash-მეხსიერების ოთხივე მოწინავე მწარმოებელთან, რამაც უზრუნველყო Apple მეხსიერების ამ ტიპის შეუფერხებელი მიწოდებით რამდენიმე წლის განმავლობაში. და კიდევ უფრო გააძლიერა ვაშლის კომპანია ბაზრის ამ სეგმენტის ლიდერის პოზიციაში.