ვიეტნამური კომპანია Bkav-ის სპეციალისტებმა, რომლებიც დახელოვნებულები არიან სმარტფონებისა და პლანშეტების უსაფრთხოების საკითხებში, გადაწყვიტეს შეემოწმებინათ Face ID-ის მედეგობის საკითხი.
შეტეხვის სახეობად მათ აირჩიეს iPhone X-ის მფლობელის ნიღაბი, რომელიც 3D-პრინტერზე დაბეჭდეს. „ხელოვნური სახისათვის“ რეალობის მისანიჭებლად პლასტიკატი დაფარეს ტონალური საცხით და დაამატეს სილიკონის ხვირი.
თვალები და ტუჩები დაბეჭედს ქაღალდზე, ჩვეულებრივი პრინტერის გამოყენებით, რის შემდეგაც მიამაგრეს ნიღაბზე.
Bkav-ის სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი iPhone X-ის შეტეხვა. საკმარისია გქონდეთ მსხვერპლის ფოტო.
ნიღაბის საშუალებით Face ID-ის გვერდის ავლის მეთოდი — საკმაოდ რთული გზაა. მოიხედავად ამისა, მაღალი დონის სპეციალისტებს არ გაუჭირდებათ 3D-მაკეტის შექმნა, ფოტოს გამოყენებით და შემდეგ მისი დაბეჭდვა.
წყარო: iClar