GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Face ID ვერ გცნობთ დილიდან? აი, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
01/11/2019
in ხრიკები
Reading Time: 1 min read
A A
0
305
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

ყველაფერი მომწონს iPhone 11-ში. განსაკუთრებით Face ID. მითუმეტეს, რომ აქამდე iPhone 6 მქონდა. თუ როგორ მიყურებს ის მე, მაშინაც კი, როდესაც iPhone მაგიდაზე დევს, საარაკოა!

მაგრამ დილით ერთი და იგივე ამბავი მეორდება, საკმაოდ ხშირად. მე ვიღვიძებ, ვუყურებ iPhone-ს და ის უბრალოდ არ მცნობს. არანაირად.

ალბათ ყველასთვის გასაგებია, დილით იშვიათად თუ გამოიყურება ვინმე კარგად. ბალიშისაგან დაჭმუჭნილი და გახეხილი სახე, წითელი თვალები, თმის ღერები ყველა მიმართულებით, და ა.შ. თქვენ თვითონ ზოგჯერ არ იცით, რას უნდა ელოდოთ ამ აპარატისგან.

როგორც წესი, ერთი კვირის შემდეგ iPhone ეჩვევა თქვენს დილის სახეს, ბოლოს და ბოლოს, Face ID-ის მუშაობა ემყარება მანქანურ სწავლებას. მაგრამ ზოგჯერ, არა.

ასეთ შემთხვევებში, თქვენ უბრალოდ უნდა შექმნათ და დაამატოთ ალტერნატიული გარეგნობა.

სად და როგორ ჩავრთოთ ალტერნატიული გარეგნობა

  • გახსენით Settings > Face ID & Passcode
  • შეიყვანეთ სმარტფონის დაბლოკვის მიმდინარე პაროლი
  • დააჭირეთ ელემენტს Set Up an Alternate Appearance

შემდეგ ყველაფერი ნათელია, ვფიქრობ.

კიდევ რა შემიძლია გავაკეთო ალტერნატიული გარეგნობით

დაამატეთ სხვისი სახე თქვენს iPhone-ში. შედეგად ორი ადამიანი შეძლებს სმარტფონის განბლოკვას Face ID-ით. მოსახერხებელია, თუ ეს ბავშვის მოწყობილობაა და საჭიროდ ჩათვალეთ მისი ვირტუალური ცხოვრების კონტროლი.

დაამატეთ სახე სხვა კუთხით. ეს შეიძლება დაგეხმაროთ იმ შემთხვევაში, თუ Face ID კარგად არ გცნობთ თქვენ კუთხიდან, ან მაგიდიდან. ამ შემთხვევაში, მიზანმიმართულად გეჭიროთ iPhone ნორმალურ დონეზე უფრო დაბლა, ისე, რომ ის ძირითადად ნიკაპს ხედავდეს.

დაიხურეთ ქუდი ან/და შარფი, ასევე სათვალე. ეს არის ალტერნატიული გარეგნობის ფუნქციის არსი. ზამთრის ტანსაცმელში საკუთარი თავის დამატებით, თქვენ შესამჩნევად დააჩქარებთ სახის ამოცნობას ქუჩაში. სასარგებლო რჩევაა. Winter Is Coming.

როგორ გავიგო, ვინმემ დაამატა მეორე სახე ჩემს Face ID-ს?

მხოლოდ ხელით. შეგიძლიათ გახსნათ Face ID-ის განყოფილება და შეიტანოთ პაროლი პარამეტრებში. ამ შემთხვევაში, ალტერნატიული გარეგნობის ღილაკის ნაცვლად, მხოლოდ Reset Face ID-ის პარამეტრი იქნება ხელმისაწვდომი.

მასზე დაჭერით, ზოგადად ჩამოყრით სახის ყველა პარამეტრს და შემდეგ კვლავ გაივლით პირველადი ამოცნობის პროცედურას.

ყოველი შემთხვევისათვის მაინც შეამოწმეთ. რა იცი, იქნებ ვინმე უკვე გითვალთვალებთ.

Tags: iPhone
Previous Post

Apple-მა AirTag-ის ბრენდი რუსული კომპანიისგან შეიძინა

Next Post

რატომ უნდა შეწყვიტოს Apple-მა iPhone-ის ყოველ წელს გამოშვება

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
930
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
251
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
501
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
407
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
272
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
945
Next Post

რატომ უნდა შეწყვიტოს Apple-მა iPhone-ის ყოველ წელს გამოშვება

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG