Facebook-მა და Snapchat-მა Apple-ის წესებში „ხარვეზი“ აღმოაჩინეს, რომელიც iOS-ის მომხმარებლებზე თვალთვალის საშუალებას აძლევს. მაშინაც კი, თუ ისინი უარს იტყვიან ამის გაკეთებაზე — წერს Financial Times-ი.
მაისში Apple-მა iOS 14.5 გამოუშვა, რომელშიც აპებში ჯვარედინი თვალთვალის თავიდან აცილების ფუნქცია დაამატა.
შვიდი თვის შემდეგ Apple-მა Facebook-სა და Snapchat-ს ნება მისცა თვალყური ადევნონ მომხმარებლის ქცევას და გამოიყენონ ინფორმაცია რეკლამებისთვის. თუმცა, ამჯერად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ანონიმური და აგრეგირებული იქნება და არა უშუალოდ კონკრეტულ პროფილებთან დაკავშირებული. [MacRumors]