ამ დღეებში ჩატარებული BlackBerry World 2012 კონფერენციის ფარგლებში სმარტოფნების მწარმოებელმა არა მარტო წარმოგვიდგინა ახალი საოპერაციო სისტემა BlackBerry OS 10, არამედ დეველოპერებს შესთავაზა ფრიად მიმზიდველი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს პლათფორმის პოპულარიზაციას და გაზრდის აპლიკაციების რაოდენობას.
მაშ ასე, თუ დეველოპერი დაიწყებს BlackBerry App World-ში აპლიკაციის გაყიდვას და მიიღებს როგორც მინიმუმ 1000 დოლარის შემოსავალს, მაშინ RIM კომპენსაციის სახით გადაუხდის მას სხვაობას ამ თანხასა და 10 000 დოლარს შორის.
პირობებიც არის — წინადადება მხოლოდ ერთი წელი იმოქმედებს; ასევე დეველოპერბმა უნდა მიიღონ ხარისხის სერტიფიკატი.
წყარო: წყარო