ცოტა მოგვიანებით, თუმცა ეფლმა საბოლოოდ იპოვა გამოსავალი და iOS 14.5-ის განახლების შემდეგ აღარ მოგვიწევს პირბადის სრულად მოხსნა იმისთვის, რომ ტელეფონი განვბლოკოთ.
არსებობს ვარაუდი რომ განახლების გამოსვლის შემდეგ ჩვენი ტელეფონის განბლოკვას მარტივად, ჩვენი Apple Watch-ის დახმარებით შევძლებთ. თუ თქვენ ხელზე გიკეთიათ საათი და დაგჭირდებათ ტელეფონის განბლოკვა, Face ID-ს სკანერი თქვენი სახის ნაწილის ამოცნობის შემდეგ მოხსნის ტელეფონს ბლოკს, რის დროსაც მიიღებთ შეტყობინებას Apple Watch-ზე მისი დამახასიათებელი ვიბრაციის სახით რომ iPhone-ის განბლოკვის პროცედურა წარმატებით შესრულდა, ისევე როგორც ეს ხდება საათით Mac-ის განბლოკვის დროს.
ამავდროულად ვვარაუდობთ რომ, განახლების შემდეგ განბლოკვასთან ერთად საათის მეშვეობით ტელეფონის დაბლოკვაც შეგვეძლება. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისეთი ოპერაციების შესრულებას როგორიცაა App Store-დან აპლიკაციის ჩამოწერა ან ტერმინალზე Apple Pay-ს საშუალებით გადახდა, მეტი უსაფრთხოებისთვის Face ID-ს სკანერს დაჭირდება თქვენი სახის სრულად დანახვა, ან მოგიწევთ კოდის შეყვანა.