Apple-მა iOS 14.3 უკვე ყველასთვის გამოუშვა.
განახლების ნომერია 18C66.
ამ განახლებით გამოსწორებულია წინა ვერსიის შეცდომები, გაუმჯობესებულია სტაბილურობა და დამატებულია სასარგებლო თვისებები.
რა არის ახალი?
Apple ProRAW მხარდაჭერა მიიღეს iPhone 12 Pro და 12 Pro Max-ის მფლობელებმა.
ProRAW სურათის გადაღების უპირატესობასთან ერთად აერთიანებს Apple-ის ტექნოლოგიებს, როგორიცაა Deep Fusion და Smart HDR. თითოეული ProRAW.DNG სურათის ზომა დაახლოებით 25MB-ს შეადგენს. ProRaw-ის ჩასართველად გახსენით კამერის აპლიკაცია და დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ხატულას.
ProRAW ტექნოლოგიას შეუძლია სურათის დამუშავება მაღალი ხარისხით, ექსპოზიცია იცვლება განათების დონის შესაბამისად, ნერვული ქსელების გამოყენებით.
ანიმაციური ფოტო Apple Music-ში
Apple Music-ის ალბომებს ახლა უკვე ანიმაციური გარეკანი აქვთ. უცნობია შეძლებს თუ არა ყველა შემსრულებელი ახალი ფუნქციის გამოყენებას.
გამოვიდა Fitness+ სერვისი
ამ სერვისის მთავარი ფასეულობა პირადი ფიტნეს ტრენერის აყვანის შესაძლებლობაა — ფასი 9,99 დოლარი. ამ სერვისის გამოწერა მხოლოდ Apple Watch-ის მფლობელებს შეუძლიათ, ხოლო იმ დროს როცა ვიდეო ვარჯიში მიმდინარეობს, შეგიძლიათ ის iPhone-ზე, iPad-ზე ან Apple TV-ზე გააზიაროთ.
სწრაფი ბრძანებები
აქამდე სწრაფი ბრძანებები ხორციელდებოდა აპლიკაციის გახსნასთან ერთად. ახლა ისინი აქტიურდება გახსნის გარეშე. მოსახერხებელია!
სხვა დეტალები:
- დაემატა ახალი AirPods Max-ის მხარდაჭერა;
- დაემატა ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა წამში 25 კადრი – iPhone 8-ზე და X-ზე;
- App Store-ში აპების გვერდებს დაემატათ კონფიდენციალურობის ახალი განყოფილება;
- Cycle Tracker-ისთვის ჯანმრთელობის აპლიკაციაში შეგიძლიათ შეიტანოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კონტრაცეფციის გამოყენების შესახებ ინფორმაცია, უფრო ზუსტი ყოველთვიური პროგნოზებისათვის;
- ამინდის აპლიკაცია და Siri ახლა უკვე გთავაზობთ ჰაერის ხარისხის მონაცემებს დეტალურად. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ინდოეთსა და მექსიკაში;
- Safari-ში მთავარ გვერდზე შეგიძლიათ დააყენოთ Ecosia — რისი საშუალებითაც მიიღებთ მონაწილეობას ბუნებაზე ზრუნვაში;
თუ ჯერ კიდევ არ დაგიყენებიათ განახლება, რაღას უცდით, ის უკვე ხელმისაწვდომია: Settings >> General >> Software Update