Apple-მა iOS 14.5 ყველასთვის გამოუშვა.
Apple-მა ამ განახლებით დააფიქსირა შეცდომები და დაამატა მრავალი ახალი ფუნქცია.

სიახლეების შესახებ:
217 ახალი ემოჯი

განახლებაში დაემატა ნანატრი ემოჯები. მათ შორისაა წვერიანი ქალი, წვერიანი მამაკაცი, წვერიანი ნეიტრალური სქესის ადამიანი, კანის სხვადასხვა ფერის მქონე წყვილები, ამოსუნთქული სახე და ა.შ
კონფიდენციალურობის ახალი ფუნქცია
iOS 14.5-ზე ყველა აპლიკაცია მოითხოვს ნებართვას მონაცემებზე წვდომის შესახებ. აპლიკაციებს პარამეტრებში დაემატება ყველა ცალკეულ კომპონენტზე წვდომის ღილაკი.
ახალი ჟესტები Apple Music-ში

Apple Music-ს დაემატა ახალი ჟესტები. მაგალითად მარჯვნივ თითის გადასმა ხსნის ფუნქციებს, საიდანაც სიმღერას დასაკრავ სიაში დაამატებთ.
iPhone-ის განბლოკვა Apple Watch-ით
უკვე iOS 14.5-დან თუ მაჯაზე გახსნილი გაქვთ Apple Watch-ი და ამ დროს Face ID დაინახავს რომ ნიღაბი გიკეთიათ, მაშინ ის უპრობლემოდ განიბლოკება.
მხარდაჭერა Xbox Series S / X და PlayStation 5-თან
iOS 14.5-ს კონტროლერების მხარდაჭერა აქვს. ახლა უკვე iPhone-ზეც შესაძლებელია Bluetooth-ით კონტროლერების დაკავშირება.
პოდკასტის აპის განახლება

Apple-მა გამოუშვა Podcast-ის ახალი აპლიკაცია, რომელიც დაამსგავსა Apple Music-ს.
შეხსენებების ბეჭვდა

შეხსენებების აპლიკაციას ახლა აქვს დახარისხების ფუნქცია: შექმნის თარიღის, პრიორიტეტების, ვადის და ა.შ. Apple-მა ასევე დაამატა ბეჭვდის ფუნქცია.
განახლებულია აპლიკაციების შესყიდვის პროცესი

შესყიდვის პროცესში გამოტანილი ფოტო დაიხვეწა და დაემატა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
iPad-ის ჰორიზონტალურად ჩართვის რეჟიმი

თუ iPad-ი განთავსებულია ჰორიზონტალურად, ჩართვისას ზოლი და ლოგო ახლა უკვე ასე გამოჩნდება.
emoji-ების ძიება iPadOS 14.5-ში

ახლა უკვე iPad-ის მფლობელებსაც შეუძლიათ ემოჯების მოძებნა სიტყვების გამოყენებით.
iPad-ის დადუმება
iPad-ის მიკროფონები Smart Folio-ს დახურვისას ავტომატურად დადუმდება.
ორი 5G

ახლა უკვე 2 სიმ ბარათს ერთდროულად შეუძლია 5G-ზე მუშაობა. აქამდე ერთი LTE-ზე გადადიოდა.
ავარიის შეტყობინება

Apple Maps-ის მომხმარებლებს ახლა უკვე ავარიების, საგზაო საშიშროების და სიჩქარის კამერების დამატება შეუძლიათ.
როგორ დავაყენოთ iOS 14.5
Settings >> General >> Software Update