GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

განახლება: OS X 10.7.4 და Safari 5.1.7

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
10/05/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple-ის მხრიდან ხანგძლივი დეველოპინგისა და ტესტირების შემდეგ გამოვიდა განახლებები საოპერაციო სისტემის OS X Lion-ის 10.7.4, Safari 5.1.7, უსაფრთხოების განახლებები Snow Leopard-ისა და Snow Leopard Server-ისათვის, აგრეთვე Remote Desktop-ის კლიენტის ახალი ვერსია. ამ განახლებების ჩამოტვირთვა შესაძლებელია სისტემური ხელსაწყოს Software Update-ის, ან კონკრეტული ბმულების მეშვეობით.

თანახმად ოფიციალური შენიშვნებისა, OS X 10.7.4 განახლება რეკომედებულია Lion-ის ყველა მომხმარებლისათვის და შეიცავს საოპერაციო სისტემის ზოგად განახლებას, რომელიც ამაღლებს სისტემის სტაბილურად მუშაობის დონეს, აგრეთვე უსაფრთხოებას. სიახლეებს შორის ხაზგასმულია შემდეგი:

  • გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც თოლია „ყოველთვის გაიხსნას ფანჯრები სისტემაში ხელახლა შესვლისას“ ყოველთვის რჩებოდა ჩართული, მიუხედავად მომხმარებლის არჩევანისა;
  • გაუმჯობესებულია თავსებადობა მესამე მწარმოებლების ზოგიერთ USB-კლავიატურასთან;
  • გასწორებულია პრობლემები უფლებებთან (Permissions) დაკავშირებით, რომლებიც წარმოიშვებოდა ინსპექტორის Get Info გამოყენებისას;
  • გაუმჯობესებულია PPPoE კავშირის ინტერნეტ-გაზიარება;
  • გაუმჯობესებულია პროქსის ავტომატური დაკონფიგურირება;
  • გადაწყვეტილია პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ფაილების სერვერზე შენახვას;
  • გაძლიერებულია ფაილების დაკოპირების საიმედოობა SMB-სერვერებზე;
  • გამჯობესებულია SMB-ბეჭდვის რიგის მუშაობა;
  • მომატებულია WebDAV სერვერთან მიერთებისას წარმადობა;
  • ჩართულია NIS-ჩანაწერში ავტომატური შესვლა;
  • დამატებულია ზოგიერთი ციფრული კამერის RAW-გამოსახულებების მხარდაჭერა;
  • გაძლიერებულია Active Directory-ს ანგარიშების მუშაობის საიმედოობა.

შეგიძიათ აღნიშნული განახლება გადმოწეროთ ქვემოთ მოცემული ბმულებითაც:

  • OS X Lion 10.7.4 (692.68 მბაიტი);
  • OS X Lion 10.7.4 (Combo) (1.4 გბაიტი);
  • OS X Lion Server 10.7.4 Server (738.71 მბაიტი);
  • OS X Lion Server 10.7.4 (Combo) (1.49 გბაიტი);

Snow Leopard-ის მომხმარებლებისათვის კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა განახლება Security Update 2012-002:

  • Security Update 2012-002 (Snow Leopard) (238.73 მბაიტი)
  • Security Update 2012-001 (Snow Leopard Server) (258.11 მბაიტი)

ასევე გამოვიდა ბრაუზერის Safari განახლება, 5.1.7, რომელიც შეიცავს პროგრამის წარმადობის გაუმჯობესების, სტაბილურობის, თავსებადობისა და უსაფრთხოების განახლებებს:

  • გაუმჯობესებულია Safari-ს გამოხმაურება სისტემაში მეხსიერების არყოფნისას;
  • გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ვებ-გვერდი არ პასუხობდა მომხმარებლის მოქმედებებს ჟესტის „Pinch to Zoom“ შემდეგ;
  • გასწორებულია შეცდომა, რომელიც მოქმედებდა იმ ვებ-გვერდების მუშაობაზე, რომლებიც იყენებენ ვებ-ფორმებს მომხმარებლის ავთენტიფიკაციისათვის;
  • მაგრამ მთავარი განახლება გახდა Flash-პლეერის მოძველებული ვერსიის ავტომატური განახლება.

და ბოლოს ხელმისაწვდომი გახდა Remote Desktop 3.5.3 (3.80 მბაიტი) და Server Admin Tools 10.7.4 (212.4 მბაიტი), რომლებშიც გასწორებულია თავსებადობის პრობლემები.

წყარო: apple.com


Previous Post

გამოვიდა iOS-ის ახალი ვერსია 5.1.1

Next Post

ახალი iPad უკვე საქართველოშია

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
ახალი iPad უკვე საქართველოშია

ახალი iPad უკვე საქართველოშია

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG