WWDC 2008
თარიღი: 9 ივნისი
ათი წლის წინ, WWDC 2008 Apple-მა დაიწყო გლობალური მიმოხილვებით. ზუსტად 1 საათის განმავლობაში Scott Forstall-მა ისაუბრა პროგრამულ განახლებაზე.
ასევე ისაუბრა iWork-ზე App store-ზე და iPhone OS 2.0-ზე. ამავე დროს, წარმოგვიდგინა OS X Leopard 10.6.
ასევე განაცხადეს რომ გაიყიდა 6 მილიონი iPhone 2G და წარმოგვიდგინეს iPhone 3G GPS 8GB-ანი მოცულობით, თავისი ახალი ჯეკით და სასიამოვნო ფასით — $200.
WWDC 2009
თარიღი: 9 ივნისი
ერთი წლის შემდეგ Apple-მა iPhone-ისთვის ახალი ოპერაციული სისტემა წარმოადგინა, ასევე ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS-ისთვის OS Snow Leopard.
ღონისძიების მთავარი მოვლენა MacBook Pro-ების 13; 15 და 17 დიუმიანი ეკრანის განახლება იყო.
შარშანდელი 3G-ის შემდეგ, სტივ ჯობსმა წარმოადგინა ახალი iPhone 3GS.
WWDC 2010
თარიღი: 7 ივნისი
ახალი ზაფხულის პრეზენტაცია და ახალი iPhone 4.
ამ პრეზენტაციაზე iPhone OS გახდა უკვე iOS. ამ დროს Apple-მა გამოუშვა iOS 4. Apple-მა წარმოგვიდგინა: FaceTime, iMovie App.
ამ წელს Mac OS-ზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.
WWDC 2011
თარიღი: 6 ივნისი
Apple-მა პირველად წარმოგვიდგინა სერვისი — iCloud.
ამ პრეზენტაციზე სტივ ჯობსმა ბევრი ისაუბრა Mac OS X Lion-ზე. ასევე iOS 5-ზე.
ეს ღონისძიება გახდა პირველი, სადაც ახალი iPhone არ გამოსულა.
WWDC 2012
თარიღი: 11 ივნისი
ეს ღონისძიება ძალიან მდიდრული გამოვიდა, ეს იყო პორტატული კომპიუტერების დიდი პრეზენტაცია სადაც Apple-მა MacBook Air-ი და MacBook Pro Retina-ს მხარდაჭერით წარმოგვიდგინა.
ამას გარდა, იყო პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციები. წარმოგვიდგინეს სისტემური განახლება OS X Mountain Lion და iOS 6.
WWDC 2013
თარიღი: 10 ივნისი
5 წლის წინ Apple-მა სასიამოვნო პრეზენტაცია შემოგვთავაზა. WWDC 2013-ზე კომპანიამ გაგვაცნო ახალი MacBook Pro და განახლებული MacBook Air-ი. ასევე iOS 7-ის მთლიანი რედიზაინი და OS X 10.9 Mavericks-ი.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი კონფერენცია დეველოპერებისთვის.
WWDC 2014
თარიღი: 2 ივნისი
ერთი წლის შემდეგ, იმ ბრწყინვალე პრეზენტაციის შემდეგ, მომხმარებლებს დაგვრჩა ისეთი განცდა, რომ კომპანია აშკარად გადაღლილი იყო.
იყო დიდი გამოსვლები iOS 8-სა და OS X 10.10-ზე. ამ ღონისძიებაზე მოწყობილობები არ განახლებულა.
WWDC 2015
თარიღი: 8 ივნისი
2015 წლის ივნისში Apple-მა ოპერაციული სისტემა watchOS-ი პირველი წარმოგვიდგინა, ასევე დააანონსა iOS 9 და Mac OS X 10.11 El Capitan.
ამავე პრეზენტაციამ ხაზი გაუსვა Apple Music-ს. Apple წარადგინა ღირსეული კონკურენტი Spotify-სთვის.
WWDC 2016
თარიღი: 13 ივნისი
Apple-მა განაგრძო ბოლო წლების ტრადიცია და აქცენტი მხოლოდ პროგრამებზე გააკეთა და კომპანიამ მოწყობილობები არ განაახლა.
ამჯერად პროგრამისტებმა საკმაოდ პროდუქტიულად იმუშავეს და ერთდროულად 3 OS-ი წარმოგვიდგინეს. MacOS Sierra, iOS 10, tvOS 10, WatchOS 3.
WWDC 2017
თარიღი: 10 ივნისი
შარშანდელი WWDC საკმაოდ დახუნძლული გამოვიდა, Apple-მა გაგვაცნო ახალი სტილის iPad-ი — iPad Pro. დააანონსა iMac Pro და MacBook-ის მცირე ტექნიკა. ამას გარდა, ახალი ინტრიგა, ჭკვიანი ასისტენი HomePod-ის სახით.
2018 წლის ღონისძიებაზე ბევრ კარგ სიახლეს ველოდებით, ტრადიციულად ორგანიაზია გემუგი ჯეოლაბში გეპატიჟებათ.