მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მყიდველი ჯერ თავისი ახალი iMac Pro-ს მიღებას ელოდება, ზოგიერთმა მისი ძალები უკვე Geekbench-ის საორიენტაციო ტესტებში გამოსცადა.
Twitter-ის მომხმარებელმა Tom Smallwood-მა თავისი ახალი კომპიუტერის ძალები გამოაქვეყნა. გაითვალისწინეთ, რომ ამ iMac-ის მონაცემები ასეთია: 10 ბირთი, 64GB ოპერატიული მეხსიერება და 16GB ვიდეო დაფა.
ეს ნამდვილად დიდი ნახტომია. iMac-ის 27 ინჩიანმა წინა მოდელმა 2017 წლის შუა რიცხვებში, იგივე მახასიათებლებით — Geekbench-ში ერთ ბირთვიან რეჟიმში 5681 ქულა მოაგროვა, ხოლო მრავალბირთვიან რეჟიმში 19,353.
1 ბირთვიან რეჟიმში განსხვავება არ არის, მაგრამ მრავალბირთვიან რეჟიმში —გიგანტური ნახტომია.
“ეს მოდელი 5 წელი კარგი მუშაკი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ”.