iOS 10-ის ერთ-ერთი სიახლე გაუმჯობესებული iMessage გახდა. ახლა მასში შესაძლებელია სტიკერების გაგზავნა (ღმერთო, რამხელა მიღწევაა)!
მიუხედავად ამისა, ეფლი აგრძელებს მისი საოპერაციო სისტემის რეკლამას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სტიკერები რეალურ სამყაროში გადაიტანეს, რათა დავინახოთ, თუ რამდენად არიან ისინი დაკავშირებული თანამედროვე მომხმარებელთან.
60 წამიან ვიდეო-რგოლში, სახელად Sticker Fight, iPhone-ების მფლობელები დადიან ქალაქში და ერთმანეთს სტიკერებს აწებებენ. რგოლის ბოლო წამებზე iPhone 7-ით მომხმარებელი სტიკერს უცნობ გოგონას აკრავს.