იმისათვის რომ Android-ის მომხმარებლებს კონფიდენციალურობის პარამეტრების მოძებნა გაუჭირდეთ, Google-მა მისი დამალვა სცადა.
ამის შესახებ Google-ის წინააღმდეგ წარდგენილი სასამართლო დოკუმენტებიდან გავიგეთ.
კომპანიამ არა მხოლოდ თვითონ სცადა პარამეტრების დამალვა, არამედ სხვა მწარმოებლებსაც აიძულა იგივე.
არიზონას გენერალურმა პროკურორმა მარკ ბრნოვიჩმა Google-ს 2020 წლის მაისში უჩივლა. იგი კომპანიას მომხმარებლებზე თვალთვალში ადანაშაულებს. [The Verge]