ჩინეთში არის ყველაფერი, ისიც კი, რაც ბუნებაში პრინციპში არ არსებობს. ჩინელებს არ უტყდებათ ნებისმიერი წესების დარღვევა — გავიხსენოთ თუნდაც ჩინური Apple Store, რომელიც Apple-ს არ ეკუთვნის, ყალბია და სრულიად იმეორებს ცნობილი მაღაზიების ინტერიერს. მაღაზიას, რომელზეც ახლა წავა საუბარი, არანაირი შეხება Apple-თან არა აქვს, სამაგიეროდ მასში პატარა, მწვანე ანდროიდი ცხოვრობს.
აი, ასეთი მწვანე სავაჭრო წერტილი არსებობს ჩინეთის ქალაქ ნიანპინში. თუ მაღაზიაში შევალთ, ვიპოვნით ზუსტად იმას, რასაც ველოდებით: სტენდებს Android-ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონებით. თუმცა, მიუხედავად დასახელებისა და გარეგანი სახისა, მასში აგრეთვე Apple-ის პროდუქციაც იყიდება. ეს Android Store-ია — სრულიად შესაძლებელია, რომ თვითონ Google-ს გაეხსნა ის, მაგრამ არ გახსნა და შესაბამისად მაღაზიის მფლობელს ნაკლები შანსია, რომ კანონთან პრობლემა შეექმნას.
წყარო: engadget.com