2020 წელს Apple-მა უარი თქვა Intel-ის პროცესორებზე და საკუთარ ARM პროცესორზე გადავიდა, რამაც უდიდესი წარმატება მოუტანა.
Nikkei-ს ინფორმაციით, Google-ი გაოცდა Apple-ის ამ წარმატებით და გადაწყვიტა იგივე გაიმეოროს. ახლა Google-ი გეგმავს ძლიერი პროცესორების წარმოებას, რომელიც ჩაანაცვლებს Intel-ს, AMD-ს და MediaTek-ს Chromebook-ებში.
Google-ს სურს რომ მთლიანად გადავიდეს საკუთარ ARM არქიტექტურაზე, როგორც Apple-ი.
ვარაუდობენ რომ პირველი Chromebook-ი საკუთარი პროცესორით 2023 წელს გამოვა.