როგორც იცით, სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა გუშინ პრეზენტაცია გამართა, სადაც ბევრ პროდუქტებთან ერთად ახალი ფლაგმანი Samsung Galaxy Note 9 წარმოადგინა. მისი გამოსვლიდან რამოდენიმე საათში ახალი სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლებისა და მისი შესაძლებლობების დეტალებზე მუშაობა გაჩაღდა. კომპანია Apple-ის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყურადღება მისაქცევი ფაქტი მისი Geekbench ტესტის შედეგები იყო — რის მიხედვითაც iPhone X კვლავ ყველაზე სწრაფი სმარტფონია.
შეგახსენებთ რომ iPhone X A12 Bionic პროცესორზე მუშაობს და მისი ქულა 10,357-ია, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესოა. ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჰორიზონტზე iPhone X Plus-იც მოჩანს, რომელსაც სულ მალე, სექტემბერში ვიხილავთ.
წყარო: tomsguide