ტაივანური HTC-ს დირექტორთა საბჭოს თავმდჯომარემ შერ ვონგმა ოფიციალური განცხადება გაააკეთა, რის თანახმადაც HTC სერიოზულად ფიქრობს მობილური საოპერაციო სისტემის შეძენაზე. მას შემდეგ რაც HP-მ გადაწყვიტა გაეყო საკუთარი პერსონალური და კორპორატიული სისტემები 2 სხვადასხვა კომპანიად და 1 წლის წინ შეძენილი WebOS-ის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ეს უკანასკნელი აპარატურის მწარმოებელთა სამიზნე გახდა. HTC-ის მიერ WebOS-ის შეძენის ალბათობას ასევე აძლიერებს გუგლის მიერ მოტოროლას ყიდვის ფაქტიც, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში შესაძლებელია გუგლმა აირჩიოს საკუთარი აპარატურის წარმოება და ანდროიდის მასზე მორგება, რაც რამოდენიმე აპარატურის მწარმოებელს HTC-ს ჩათვლით დიდი რისკის ქვეშ დააყენებს, რადგანაც მათი გაყიდვების უდიდესი ნაწილი ზუსტად რომ ანდროიდიან სმარტფონებზე მოდის.